როგორ გამოვიყენოთ სწორად მიცელარული წყალი - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ სწორად მიცელარული წყალი

არ დატოვოთ მიცელარული წყალი სახეზე. ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია კანის გამოშრობა და დისკომფორტის გამოწვევა. რაში გჭირდებათ ეს?

არ გამოიყენოთ ტონიკის ნაცვლად! მიცელარული წყალი - ეს არის გაწმენდის მხოლოდ პირველი ეტაპი, რომელიც კოსმეტიკას მარტივად ჩამორეცხავს, ცხიმოვან საფარველს მოგაცილებთ და მთელი დღის განმავლობაში სახეზე დაგროვილ მტვრის ნაწილაკებსა და ჭუჭყს მარტივად გაუმკლავდება.

არ მოახდინოთ თვალის მიდამოზე ძლიერი ზეწოლა, არ გაწელოთ კანი, ვინაიდან თვალის გარშემო ნაზი და თხელი კანია, შესაბამისად, მარტივად ექვემდებარება დაზიანებას.

ჩამოიბანეთ! უმჯობესია სახლის ტემპერატურის წყლით, იმიტომ, რომ ცივი წყალი სისხლძარღვების სპაზმს იწვევს, ხოლო ცხელი ადუნებს. უმჯობესია შეარჩიოთ თქვენთვის კომფორტული რეჟიმი.

ბამბის დისკი რამდენიმე წამით გაიჩერეთ მაკიაჟის მოსაცილებელ ნაწილზე, შემდგომ ნელი მოძრაობით ჩამოირეცხეთ. ეს მეთოდი ტუშზეც, ტუჩსაცხზეც ეფექტურად მოქმედებს. მთავარია, არ დაინანოთ საშუალება.

თუკი იყენებთ წყალგამძლე საშუალებებს, მაშინ მიცერალურზე აუცილებლად ნახეთ შესაფერისი აღმნიშვნელი ნიშანი, რომელიც წყალგამძლე საშუალებებს უფრო მარტივად გაუმკლავდება, ვიდრე ჩვეულებრივი მიცელარული წყალი.

წყარო: marao.ge