როგორ მოვუმზადოთ მანის ფაფა ბავშვს ყველაზე გემრიელად (2 მეთოდი)
ჩაასხით ვაშლის წვენი და წყალი პატარა ქვაბში.
ჩაყარეთ მანის ბურღული და კარგად აურიეთ, რომ გაიხსნას. დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ.
მოხარშეთ ფაფა დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ შესქელდება. დაამატეთ შაქარი და მარილი. აურიეთ.
ბოლოს, დაუმატეთ კარაქი და თხლად დაჭრილი ვაშლი.
მეორე მეთოდისთვის, მანი მოხალეთ სქელძირიან ქვაბში გაოქროსფერებამდე. შემდეგ, დაასხით 1 ჭიქა წყალი და კარგად გახსენით. დადგით დაბალ ცეცხლზე, ხარშეთ 5 წთ, ნელ-ნელა ამატეთ რძე (კონსისტენციის მიხედვით) და გამუდმებით ურიეთ. გამორთვამდე 1 წუთით ადრე, დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი, შარაქი, ცოტა მარილი და კარაქი. უგემრიელესი ფაფა მზადაა!