როგორ მოვაშოროთ ნიტრატები ბოსტნეულს: 4 ხრიკი გამოცდილი დიასახლისებისგან
საჭმელი კარგად გარეცხეთ
პესტიციდები ქმნიან წებოვან ფენას ხილსა და ბოსტნეულზე. თუ მათ წყლით გარეცხავთ, შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად მოიშოროთ ისინი. გარდა ამისა, რეკომენდებულია პომიდვრისა და მწვანილის წყალში ჩალბობა მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში. წყალში ჩალბობა 60%-ით აშორებს ნიტრატებს.
გაწმინდეთ სწორად
კომბოსტოს ზედა ფოთლები მოაცილეთ და ყუნწი ამოჭერით. ყაბაყს, კიტრს და ბადრიჯანს მოაცილეთ კანი. ასევე ამოიღეთ ყუნწის ადგილი, რადგან ეს ყველაზე შხამიანი ადგილია. არ დაგავიწყდეთ კარტოფილისა და სტაფილოს მწვანე ნაწილების ამოღება, ისინი შეიცავს საშიშ ნივთიერებას - სოლანინს.
სითბო გეხმარებათ საშიში ნივთიერებების გამოდევნაში
ნიტრატების დონე კარგად მოხარშულ სტაფილოსა და კარტოფილში მცირდება 20%-ით. თუ ორჯერ მოხარშეთ, მაშინ კიდევ უფრო მეტით. ერთადერთი უარყოფითი ის არის, რომ ვიტამინები ქრება.
გაითვალისწინეთ ლიმონისა და ბროწეულის სასარგებლო თვისებები
ლიმონმჟავას და ბროწეულის წვენს ნიტრატების ნაერთების განეიტრალების უნარი აქვთ. მირთმევის წინ გაჟღინთეთ ბოსტნეული ლიმონის ან ბროწეულის წვენით. ის არა მხოლოდ ჯანსაღი, არამედ გემრიელიცაა. ფრთხილად იყავით ყიდვისას. ყოველთვის შეამოწმეთ პროდუქტი, არ იჩქაროთ. დაელოდეთ სანამ ბოსტნეულისა და ხილის სეზონი მოვა და იყავით ჯანმრთელები!
იხილეთ: როგორ მივხვდეთ, აქვს თუ არა ნიტრატები ხილს და ბოსტნეულს