როგორ მოვხარშოთ ლობიო სწრაფად, ჩალბობის გარეშე
პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ლობიოს მარილი უნდა დაამატოთ გამორთვამდე 5 წუთით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკავთ ლობიოს ხარშვის პროცესის გახანგრძლივებას, მინიმუმ 2 სთ-ით.
აიღეთ დიდი ქვაბი, ჩაასხით წყალი და ჩაყარეთ ლობიო. აურიეთ ყველაფერი და ნახავთ, რომ რამდენიმე ლობიოს მარცვალი მაღლა ამოტივტივდა. ის უნდა მოაშოროთ. არ მოიხარშება, რადგან უკვე გაფუჭებულია. დანარჩენი გარეცხეთ და ცეცხლზე დადგით. დაელოდეთ, სანამ წყალი ადუღდება.
როგორც კი წყალი ადუღდება, გადაწურეთ. ლობიო საწურში გამდინარე წყლის ქვეშ გაავლეთ და დააბრუნეთ ქვაბში. შეავსეთ სუფთა წყლით ქვაბი, ისევ დადგით ცეცხლზე, დაელოდეთ სანამ ადუღდება, რის შემდეგაც საჭიროა ცეცხლი გამორთოთ, ქვაბს დაახუროთ თავსახური და გააჩეროთ დაახლოებით 40 წუთი, ამ დროის განმავლობაში ლობიო გაფუვდება.
40 წუთის შემდეგ გადაწურეთ წყალი, ჩაასხით ახალი - დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე თავად ლობიო და დადგით საშუალო ცეცხლზე. შეგახსენებთ, რომ მარილს არავითარ შემთხვევაში არ ამატებთ, თორემ მომზადების დრო ორჯერ ან თუნდაც სამჯერ გაიზრდება. შემდეგ, ლობიო ადუღეთ ერთი საათის განმავლობაში, დროდადრო დაამატეთ ცივი წყალი. ცეცხლის გამორთვამდე გასინჯეთ, მოიხარშა თუ არა. (ლობიოს ჯიშიდან გამომდინარე). როგორც კი დარწმუნდებით, რომ მოხარშულია, შეგიძლიათ მარილი დაუმატოთ და შეაზავოთ.