როგორ გამოვაცხოთ ყვავილოვანი კომბოსტო გემრიელად - rogor.ge

როგორ გამოვაცხოთ ყვავილოვანი კომბოსტო გემრიელად

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე და საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი.

კომბოსტო კარგად გარეცხეთ და საჭიროების შემთხვევაში გაასუფთავეთ გაშავებული ნაწილებისგან.

დიდ თასში შეურიეთ იოგურტი დაფქულ ნიორს, ლიმონის წვენსა და სანელებლებს.

მომზადებული მარინადი მოასხით კომბოსტოს.

კომბოსტო მოათავსეთ ფორმაში, შემდეგ ღუმელში და გამოაცხვეთ 30-40 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!