როგორ გავუმკლავდეთ გადაღლილობას ხალხური მეთოდებით - rogor.ge

როგორ გავუმკლავდეთ გადაღლილობას ხალხური მეთოდებით

ტარხუნის ნაყენი

ბალახის ნაყენს იღებენ შინაგანად გამაძლიერებლად გადაღლილობის დროს, ასევე შარდმდენად ცისტიტის, ართრიტის,რევმატიზმისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას.

ნაყენი:

1 სუფრის კოვზ გამხმარ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1-2 სთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

სტაფილო

ეს უძლიერესი ანტიოქსი დანტიიცავს ორგანიზმს გადაღლისა და დაბერებისგან. დალიეთ დღეში 1 ჭიქა ახლადგამოწურული სტაფილოს წვენი. მაგრამ გახსოვდეთ, სტაფილოს მიღება რეკომენდებული არ არის წვრილი ნაწლავის ანთების, კუჭის წყლულისა და გასტრიტის გამწვავების დროს. სტაფილოს წვენის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება და კანის გაყვითლება. რეკომენდებული დოზაა: 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში.