როგორ გარეცხოთ სწორად თეთრი კედები
კედის ძირითადი ნაწილი დამზადებულია კანვასის ტექსტილით, ბამბით ან სხვა ქსოვილით. მისი გარეცხვა შეიძლება სარეცხ მანქანაში, მაგრამ აუცილებელია გარეცხვამდე ძირები გაუსუფთავოთ დარჩენილი პატარა კენჭებისგან. ამისათვის მიზანშეწონილია ძველი ან არასაჭირო, ზედმეტი კბილის ჯაგრისის გამოყენება. საპნიან წყალში ამოავლეთ და საგულდაგულოთ გაასუფთავეთ ძირის (ლანჩა) ზედაპირი.
გამოაცალეთ თასმები კედებიდან. გარეცხეთ ისინი ცალკე, საყოფაცხოვრებო საპნით. გააშრეთ პირდაპირი მზის სხივებისგან მოშორებით, ნურც საშრობში დადებთ, ასეთ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ თავიან ბუნებრივ ფორმას. გასუფთავებული კედები მოათავსეთ სარეცხი მანქანის დოლურაში. ჩაყარეთ საკმარისი რაოდენეობის სარეცხი ფხვნილი და გარეცხეთ ცივ რეჟიმზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ თანამედროვე სარეცხ მანქანას აქვს ფეხსაცმლის რეცხვის რეჟიმიც.
აიღეთ თეთრი კედები და მოაშორეთ გამჯდარი ჭუჭყი მშრალი ჯაგრისის საშუალებით. ჩაასხით თბილი წყალი სათლში, წყალი არ უნდა იყოს 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის. დაამატეთ მცირე რაოდენობის თხევადი საპონი ან სარეცხი საშუალება. გარეცხეთ ფეხსაცმელი ისე, რომ მისი თასმები და საფენები არ დაასველოთ. შემდეგ რამდენიმეჯერ ჩამორეცხეთ ცივი წყლით. ასე თქვენ შეძლებთ დაიცვათ კედები ბზარების წარმოქმნისგან.
იმისათვის, რომ მოაშოროთ რთულად გამოსაყვანი ლაქები გამოიყენეთ - ბამბა, რომელიც იქნება დასველებული ბენზინით ან ლაქების ამომყვანით. არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ გამათეთრებელი, რომელიც შეიცავს ქლორს. გარეცხილი კედები გააშრეთ ოთახის ტემპერატურაზე.
შეგიძლიათ სახლის პირობებში თვითონვე შექმნათ კედების გამწმენდი სპეციალური სითხე. ამისათვის საკმარისია თანაბარი პროპორციებით ერთმანეთში აურიოთ სარეცხი ფხვნილი, ძმარი, ლიმონის წვენი და წყალბადის ზეჟანგი. ამ ნივთიერებების ერთმანეთში არევის შედეგად მიიღებთ ბლანტ ნივთიერებას. მისი დახმარებით შეძლებთ კედებიდან ლაქების მარტივად გამოყვანას.
გამჯდარი ჭუჭყის ამოყვანა ასევე შეიძლება თეთრი კბილის პასტით - მენთოლის გემოთი. (სასურველია, რომ კბილის პასტას ჰქონდეს გამათეთრებელი ეფექტი.) კბილის ჯაგრისზე წაუსვით ცოტაოდენი კბილის პასტა და ეფექტის გასაძლიერებლად დაუმატეთ ლიმონის წვენი (რამდენიმე წვეთი). შემდეგ კი შეუდექით კედებიდან ლაქების ამოყავანასა და გათეთრებას.