როგორ შევარჩიოთ სწორად თმის ფერი - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ სწორად თმის ფერი

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ქერა, თუ...

ბავშვობაში ქერა თმა გქონდათ და შემდეგ გაგიმუქდათ. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ თამამად გაიღიავოთ თმა. ბუნება გიწყობთ ხელს, რომ გახდეთ ქერა.

ქერა თმის ბევრნაირი ტონი არსებობს. გახსოვდეთ: ოქროსფერი თმა უხდება მწვანე ან ყავისფერ თვალებსა და მოოქროსფერო სახის კანს. ცივ ცისფერსა და ნაცრისფერ თვალებს უფრო ფერფლისფერი თმა მოუხდება. ძალიან ღია ფერის ქერა თმა ან ძალიან ახალგაზრდა გოგონებს მოუხდებათ, ან იდეალური სახის კანის მქონე ქალბატონებს.

ყოველთვის გახსოვდეთ: ქერად შეღებილ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება! თმის ძირები ყოველ 2 კვირაში უნდა შეიღებოთ. ქერა თმაზე ამოზრდილი შავი თმის ძირები უსიამოვნო სანახავია და ასეთი ქალები ყველაზე ხშირად ხდებიან მამაკაცების დაცინვის ობიექტები.

მოემზადეთ სტერეოტიპებთან ბრძოლისათვის! თქვენ მიიქცევთ მამაკაცთა ყურადღებას, მაგრამ შესაძლებელია, ადვილად ხელმისაწვდომად და არასერიოზულად ჩაგთვალონ.

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ შავგვრემანი, თუ...

თქვენი თმა რუხი ტონებისკენ იხრება. თუ გიჭირთ ზუსტად განსაზღვროთ ფერი, შეიღებეთ წაბლისფრად. წაბლისფერი თმა განსაკუთრებით მუქ კანს და ყავისფერ თვალებს უხდება. თუ თქვენ ლურჯი ან მწვანე თვალები გაქვთ და ღია ფერის კანი, მუქი თმა იმ შემთხვევაში მოგიხდებათ, თუ თქვენი თმის ნატურალური ფერი მიდრეკილია გამუქებისაკენ.

თუ 1 ან 2 ტონით გაიმუქებთ თმას, ეს სიკაშკაშესა და ექსტრავაგანტურობას შეგმატებთ. კიდევ ერთი წესი - მუქი ფერი ხშირ და ჯანმრთელ თმას უხდება. თხელ თმაზე მუქი ფერი ცუდად გამოიყურება. მუქი თმა კიდევ იმითაა კარგი, რომ ძირების ხშირ შეღებვას არ საჭიროებს.

კიდევ ერთი უპირატესობა: თქვენი თვალები უფრო გამოკვეთილი გახდება, ხოლო კბილები უფრო თეთრად გამოჩნდება. ამასთანავე, თავისუფლად შეძლებთ მკვეთრი მაკიაჟის გამოყენებას, რაც ქერებს ვულგარულობას მატებს. განაგრძეთ კითხვა