როგორ ვუმკურნალოთ რევმატიზმს ხალხური მეთოდებით - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ რევმატიზმს ხალხური მეთოდებით

არყისა და თაფლის ნარევი

ჭიქა-ნახევარ თალგამის წვენს დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა არაყი და 1 სადილის კოვზი მსხვილი მარილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე და დღეში 2-ჯერ შეიზილეთ მტკივნეულ სახსრებში.

ნიახურის ფესვების წვენი

აიღეთ 1 სადილის კოვზი ახალდაქუცმაცებული ნიახურის ფესვები, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და შეფუთეთ 4 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ 2 სადილის კოვზის ოდენობით 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.შეგიძლიათ ნიახურის ფესვების ნაყენი ცივ წყალზეც მოამზადოთ, ოღონდ ასეთი მეთოდით დამზადებული წამალი უნდა დალიოთ მეოთხედი ჭიქის ოდენობით, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

წყარო: mkurnali.ge