როგორ დავარბილოთ გამაგრებული ჩურჩხელა - rogor.ge

როგორ დავარბილოთ გამაგრებული ჩურჩხელა

ყველაზე ეფექტური ჩურჩხელის გათბობა-გაცხელებაა. შეაწყვეთ მიკროტალღურ ან ჩვეულებრივ აირღუმელში. გარედან რომ კარგად გაცხელდება, ის უკვე ბოლომდე დარბილებული იქნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაიწვას და ბუშტულები არ გაიკეთოს - ამ დროს გემოც შეეცვლება. თუ ღუმელის გაცხელება არ გიღირთ ერთი ჩურჩხელის გამო, შეიძლება ფოლგაში ან კულინარულ ცელოფანში გაახვიოთ მჭიდროდ და ცხელ წყალში ჩადოთ. წყალი შიგნით ვერ შეაღწევს, სამაგიეროდ მალე გაათბობს მას.ახალ ამოვლებული ჩურჩელა რომ ძალიან არ გამაგრდეს, ჯერ მჭიდროდ გაახვიეთ სამზარეულოს წებოვან ცელოფანში და შემდეგ ტილოში. ასევე უკეთ ინახება ჩურჩხელა ხის სათავსოში.

თუ გინდათ გამაგრებული ჩურჩხელა დალბეს, რამდენიმე დღე პურის ქვაბში შეინახეთ

ბადაგს,თათარის გაკეთებისას,ქვაბში,გაცხელებამდე, დაუმატეთ გახეხილი უმი კვახი;რაც მეტი იქნება,მით უკეთესი. თავი სამოთხეში გეგონებათ,ისეთი ჩურჩხელები გამოგივათ. განაგრძეთ კითხვა