როგორ გამოვიყენოთ მაცივარში დიდხანს ნადები ხილი და ბოსტნეული - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ მაცივარში დიდხანს ნადები ხილი და ბოსტნეული

პომიდორი

დარბილებული პომიდორი დააბლენდერეთ და მოხარშეთ. ძლებს 2-3 დღე. ტომატის პიურეს გამოიყენებთ სადილებში. თუ კონტეინერში მოათავსებთ და გაყინავთ, 6 თვე შეგენახებათ.

ყურძენი

ფრთხილად გარეცხეთ და გააშრეთ, კონტეინერში მოათავსეთ და გაყინეთ. გამოიყენებთ ღვინის გასაცივებად, "სანგრიას" მოსამზადებლად.

კენკრა

თეფშით შედგით საყინულეში. რომ გაიყინება, პაკეტში გადაიტანეთ. გამოიყენებთ სწრაფი ჯემების, სმუზებისა და ტკბილი ღვეზელებისთვის. აგრეთვე, ტორტის მოსართავად.

მწვანილი

დააბლენდერეთ, დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. ყინულის ფორმებში მოათავსეთ და გაყინეთ. გამოიყენებთ წვნიანებში, სოუსებში, ხორცისა და თევზის კერძებში.

ცუკინი, გოგრა

მოაცალეთ დაზიანებული ადგილები, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, მოასხით ზეითუნის ზეთი და გამოაცხვეთ. გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკარონისთვის, სალათებისა და სენდვიჩებისთვის.

ვაშლი

გათალეთ, დააბლენდერეთ და გამოიყენეთ ან კომბოსტოს სალათისთვის, ან ღვეზელისთვის. განაგრძეთ კითხვა