როგორ მოიქცეთ, თუ შემთხვევით მეტროს რელსებში ჩავარდით - rogor.ge

როგორ მოიქცეთ, თუ შემთხვევით მეტროს რელსებში ჩავარდით

არ მიუახლოვდეთ საკონტაქტო რელსს

rogor-1662709831.jpg

ბევრმა არ იცის, რომ მეტროში მატარებელი ორ ჩვეულებრივ სარკინიგზო რელსზე უბრალოდ მოძრაობს და იკვებება მესამე, საკონტაქტო რელსით, რომელიც ბაქანის კედელზე, მარცხნივ, მატარებლის გასწვრივ მდებარეობს. არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდეთ მას! ძაბვა იქ 825 ვოლტია და ამ რელსთან შეხება გარდაუვალი სიკვდილია. ნუ ეცდებით ბაქანზე კედლის მხრიდან ასვლას!

არ მიიღოთ დახმარება სხვა მგზავრებისგან

ნუ ეცდებით პლატფორმაზე დამოუკიდებლად ასვლას. თუ ვინმე ზემოდან გაგიწვდით ხელს, უარი თქვით დახმარებაზე: საკონტაქტო ლიანდაგიდან დენი ორივეს დაგარტყამთ, და პირიქით: თუ თქვენ, ბაქანზე მდგომი, ინციდენტის თვითმხილველი იყავით, ნუ მოიქცევით გმირულად და ნუ ეცდებით მსხვერპლს მკლავებით მოზიდვას.

გაიქეცით მატარებლის სვლის მიმართულებით

თუ ისე მოხდა, რომ ლიანდაგზე აღმოჩნდით და მატარებელი ჯერ არ მოდის, მაშინ მოშორდით პლატფორმას და გაიქეცით მატარებლის სვლის მიმართულებით. პორტალებთან (მატარებლის პლატფორმიდან გვირაბში შესვლის ადგილი) არის კიბე, რომელიც ამოგიყვანთ ბაქანზე. იქ მეტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახებია. მეტროპოლიტენის თანამშრომლები დაგეხმარებიან პლატფორმაზე მოხვედრაში.

დაწექით რელსებს შორის

rogor-1662709901.jpg

თუ ლიანდაგზე აღმოჩნდებით და უკვე ხედავთ მოახლოებულ მატარებელს და მისგან თავის დაღწევის საშუალება არ გაქვთ, მაშინვე დაწექით პირქვე ლიანდაგში. რელსებს შორის ჩაღრმავებულ ადგილას. თუ ზურგჩანთა ან ჩანთა გიკეთიათ, სასწრაფოდ მოიხსენით, რომ მატარებელს არ გამოედოს. თქვენ უნდა დაწვეთ თავით მოახლოებული მატარებლის მიმართულებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ტანსაცმელი შეიძლება გაიბეროს ჰაერის ნაკადით და მატარებელს გამოედოს. ეს ადგილი გათვლილია ისე, რომ მატარებელი არ შეგეხოთ. ამიტომ, სხეულის პოზიცია უნდა დააფიქსიროთ სწორად და მშვიდად იწვეთ. თქვენ არაფერი მოგივათ!

დაელოდეთ დახმარებას

მას შემდეგ, რაც მატარებელი წავა, დაელოდეთ მეტროს თანამშრომლებს, რომლებიც დაგეხმარებიან უსაფრთხოდ ამოსვლაში. ან მოიქეცით ისე, როგორც ზემოთ გასწავლეთ.