როგორ გავწმინდოთ ტილოზე ზეთის საღებავით შესრულებული ნახატები, რომ არ დავაზიანოთ - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ ტილოზე ზეთის საღებავით შესრულებული ნახატები, რომ არ დავაზიანოთ

ნახატის გაწმენდა შეგიძლიათ მხოლოდ ზედა ფენის სტაბილიზაციის შემდეგ. მოაცილეთ მსუბუქი მტვერი ნახატების ზედაპირიდან ხავერდის, ან ფლანელისგან დამზადებული სუფთა ბალიშით. ეს მასალა საუკეთესოდ შთანთქავს მტვერს.

ფერწერის ზედაპირი უნდა გაწმინდოთ მხოლოდ ერთი მიმართულებით. ბალიშის ზეწოლა ნახატის ზედაპირზე უნდა იყოს ყველაზე მინიმალური. არ გამოიყენოთ ჩოთქი, ბუმბული, უხეში ნაჭრები, რადგან მათ შეიძლება დაკაწრონ ზედაპირი. გარდა ამისა, ეს საგნები მტვერს არ აგროვებენ, არამედ ფანტავენ ჰაერში. ნახატის დაზიანება ასევე შესაძლებელია ზედმეტად სველი ტილოს, ან მტვერსასრუტის გამოყენებით.

უკანა მხრიდან ნახატს წმენდენ იგივე ბალიშით, რბილი ჩოთქით, ან მტვერსასრუტით. ამ დროს ნახატი ჩარჩოს მხარეს უნდა იყოს გადახრილი. მოძრაობები უნდა იყოს ძალიან მსუბუქი. მტვერსასრუტის პირი არ უნდა ეხებოდეს ტილოს უკანა მხარეს. თუ ტილოს უკანა მხრიდან დაფარავთ მუყაოთი, ან კრაფტის ქაღალდით, მტვრისგან უფრო კარგად დაიცავთ.

ძლიერი ჭუჭყის მოსაცილებლად, ნახატი უნდა გაწმინდოთ ოდნავ ნესტიანი ქსოვილით, ან ბამბის დისკებით. ამ მეთოდის გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ საღებავის ფენებს აქვს ნახეთქები და ბზარები. თუ წყალი არ უშველის, უნდა გამოიყენოთ ძალიან მსუბუქი საპნიანი ხსნარი (საპონი არ უნდა იყოს ტუტე. მაგალითად, საბავშვო).

თუ ნახატი გაჭვარტლულია, არავითარ შემთხვევაში არ გაწმინდოთ დამოუკიდებლად. ეს სპეციალისტმა უნდა გააკეთოს.

თუ ტილო მოეშვა და ზედაპირს გაუჩნდა ნაწიბურები, არასოდეს დაასველოთ უკანა მხარე წყლით. მიიტანეთ ნახატი ჩარჩოების სახელოსნოში, სადაც თავიდან გადაჭიმავენ ტილოს.

თუ ძვირადღირებული ნახატის აღდგენა გჭირდებათ, უმჯობესია ეწვიოთ პროფესიონალ რესტავრატორს.

ზეთის საღებავით ხატვა ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ტექნიკაა. ლაქირებული ნახატი ჩასმული ჩარჩოში, სათანადო შენახვისა და მოვლის საშუალებით, შეიძლება შენარჩუნდეს უცვლელად ათწლეულების განმავლობაში, რაც მას მომგებიან ინვესტიციად აქცევს. დაცვის მიზნით შეგიძლიათ გადაუსვათ გამჭვირვალე სპეციალური ლაქი, რომელიც სამხატვრო მაღაზიებში იყიდება. ის ამკვეთრებს კონტრასტებს და იცავს ნახატს წყლის ზემოქმედებისგან.