როგორ მოვხარშოთ ყველაზე გემრიელად სიმინდი 15 წუთში - 2 ყველაზე სწორი მეთოდი - rogor.ge

როგორ მოვხარშოთ ყველაზე გემრიელად სიმინდი 15 წუთში - 2 ყველაზე სწორი მეთოდი

პირველ რიგში, შეარჩიეთ საღი სიმინდი, რომელსაც ექნება მწვანე ფოჩები (მოერიდეთ ყვითელს). შეამოწმეტ ასევე მარცვლების მდგომარეობა. გახსოვდეთ, რომ ყვითელმარცვლიანი სიმინდი ბევრად გემრიელია, ვიდრე თეთრმარცვლიანი.

დიდ, სქელძირიანი ქვაბის ძირში ჩააფინეთ სიმინდის ფოჩები. დაასხით წყალი და წამოადუღეთ.

როდესაც წყალი ადუღდება, ჩააწყვეთ გარჩეული სიმინდი (თუ დიდი ტაროებია, შუაზე გადატეხეთ). ხარშეთ მაღალ ცეცხლზე. ფოჩებიან ნახარშში სიმინდი ბევრად გემრიელი გამოდის.

დაინიშნეთ დრო. 13 წუთის გასვლის შემდეგ, ამოიღეთ ერთი ტარო და გასინჯეთ. თუ მოხარშულია, გამორთეთ ცეცხლი. თუ ცოტა მაგარია, დატოვეთ კიდევ 2 წუთი.

15 წუთის შემდეგ, ამოიღეთ სიმინდი და გადაავლეთ ცივი წყალი, რომ თერმული პროცესი სწრაფად შეჩერდეს და სიმინდი არ გამაგრდეს. გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ მარილი. შეგიძლიათ წაუსვათ ცოტა კარაქიც.

rogor-1662618811.jpg

აქვე, შემოგთავაზებთ მეორე ვარიანტს. გარჩეული სიმინდის ტაროები გადატეხეთ შუაზე, ჩადეთ ქვაბში და დაასხით წყალი. დადგით მაღალ ცეცხლზე. როგორც კი წყალი ადუღდება, დაუმატეთ 1 ჭიქა რძე და 50 გრამი კარაქი. წყლის ადუღებიდან დაინიშნეთ 15 წუთი და ამოიღეთ სიმინდი. რძე და კარაქი სიმინდის გემოს უფრო მეტად გაჯერებულს ხდის.

rogor-1662619015.ge3.jpg

თქვენი შედეგები გაგვიზიარეთ კომენტარებში!