როგორ გახდეთ პოპულარული და მიმზიდველი გოგონა სკოლაში - rogor.ge

როგორ გახდეთ პოპულარული და მიმზიდველი გოგონა სკოლაში

პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებით მაშინ, თუ სკოლაში ახალი ხარ. ნუ ეცდები იყო ის, ვინც არ ხარ. თუ ასე მოიქცევი, მაშინ მოგიწევს ყოველ ადამიანთან სხვადასხვანაირად მოქცევა, ამიტომაც ისინი მიხვდებიან, რომ ყალბი ხარ. იყავი ყოველთვის მეგობრული. თუ უხეში დიქნები, ხალხს უარყოფითი შთაბეჭდილება დარჩება. ძალიან ბევრს ნუ ისაუბრებ, რადგან არ იფიქრონ, რომ ეგოცენტრული ან ფამილარული ხარ.

1-1662377177.png

შეუერთდი კლუბს, ჯგუფს ან წრეს, რომელიც გაინტერესებს. ეს საშუალებას მოგცემს გაიგო მეტი, იმის შესახებ, თუ რა მოგწონს და შეხვდე ახალ მეგობრებს, რომლებსაც აქვთ იგივე ინტერესები.

2-1662377190.png

დაიწყე საუბარი პოპულარულ გოგო(ებ)თან. შეგიძლია დაუმეგობრდე მას (მათ). თუ მეგობრობთ, მან შეიძლება გაგაცნოს მისი სხვა მეგობრები, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა გახდე პოპულარული.

3-1662377202.png

ჩაიცვი ლამაზად! ალბათ, გაქვს ლამაზი ვარდისფერი პერანგი, რომლის ტარებაც გიყვარს. ან გიყვარს გამოჩენა ბრწყინვალე Converse-ით. თუ შენს სკოლას აქვს ფორმა, მოძებნე გზები, რომ ინდივიდუალურობას გაუსვა ხაზი. გაიკეთე აქსესუარები. საყვარელი სამაჯური ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ ნუ გამოიყენებ ძალიან ბევრ აქსესუარს. ფეხსაცმლის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. არ ჩაიცვა ძალიან დიდი ან ძალიან პატარა ფეხსაცმელი, რადგან კომფორტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მოდა.

4-1662377214.png

თუ თქვენი სკოლა ამის საშუალებას მოგცემთ, შეგიძლიათ ჩაიცვათ მოკლე ქვედაბოლო. მაგრამ დარწმუნდით, რომ ლამაზად გამოიყურებით და არა ვულგარულად.

5-1662377225.png

ასევე, მნიშვნელოვანია თმა და მაკიაჟი. არ გამოიყენო ძალიან ბევრი თმის გელი, მუსი ან ლაქი, ან ძალიან ბევრი რუჯი, ტუჩსაცხი ან ტუში. შეიძლება გინდოდეს მეტი მაკიაჟის გამოყენება, ვიდრე ამჟამად, მაგრამ გახსოვდეს, რომ ნაკლები ყოველთვის უკეთესია, ვიდრე მეტი.

6-1662377236.png

წყარო: wikihow.com