როგორ დავაღწიოთ თავი ნიკოტინზე დამოკიდებულებას - rogor.ge

როგორ დავაღწიოთ თავი ნიკოტინზე დამოკიდებულებას

ამისათვის უნდა აიღოთ ერთი სადილის კოვზიდაფქული შვრიის მარცვალი, დაასხათ ორი ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის ადუღებული წყალი, შედგათ მაცივარში, 8-10 საათის შემდეგ გამოიღოთ და ადუღოთ 10-15 წუთის განმავლობაში.

ამის შემდეგ ნახარშს უნდა დაუმატოთ ერთი სადილის კოვზი გულყვითელას ბალახი და ნახარში 45 წუთი გააჩეროთ. მიღებული მასა სასურველია შეფუთოთ ან თერმოსში მოათვსოთ, რომ დღის განმავლობაში თბილი სახით დალიოთ.

ნიკოტინზე დამოკიდებულებას ადვილად დააღწევთ თავს მწვანე შვრიის დახმარებითაც. ეს უკანასკნელი იმავდროულად ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისაგან. სასურველია 0,5 კგ შვრიის ღივები წვრილად დააქუცმაცოთ, დაასხათ 1 ლიტრი მდუღარე წყალი და რამდენიმე წუთი ადუღოთ.

მიღებული ნახარში გადაწუროთ და დალიოთ. დალევის წინ შესაბამის ულუფას სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი და ლიმონი. 7-10 დღეში მოწევის სურვილი გაგიქრებათ და ნიკოტინზე დამოკიდებულებას სრულად დააღწევთ თავს.

შეიძლება დაგაინტერესოთ: როგორ დავანებოთ თავი მოწევას - 5 ეფექტური რჩევა

როგორ განვდევნოთ ნიკოტინი ორგანიზმიდან

წყარო: mkurnali.ge