როგორ შევარჩიოთ კარგი ზურგჩანთა - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ კარგი ზურგჩანთა

აირჩიეთ სწორი ზომა. მაშინ, როცა სასკოლო ზურგჩანთები სტანდარტული ზომისაა, სალაშქრო ჩანთების ფართო არჩევანი არსებობს. იფიქრეთ იმაზე, გჭირდებათ ზურგჩანთა ერთი დღისთვის, შაბათ-კვირის გასატარებლად, თუ მთიან რელიეფზე სრულფასოვანი რამდენიმედღიანი ლაშქრობისთვის. თუ თქვენ უნდა წაიღოთ კამერა, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და პირველი სამედიცინო დახმარების ნაკრები, ზურგჩანთა "40 ლიტრზე" მეტი სიდიდის არ დაგჭირდებათ. დიდ ზურგჩანთებს შეიძლება მიემაგროს პატარა კარავი, საძილე ტომარა. ასეთი ჩანთა 40-დან 65 ლიტრამდე უნდა იყოს. ექსპედიციის ზურგჩანთები განკუთვნილია სერიოზული მკვლევარებისთვის და შეიძლება იყოს 95 ლიტრიანიც. ის იტევს მთელს აღჭურვილობას ლაშქრობისთვის, რომლებიც რამდენიმე დღეზეა გათვლილი.

სწორად მოირგეთ. ხანგრძლივი ლაშქრობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანს ხდის ზურგჩანთის მორგებას. სალაშქრო ზურგჩანთები განსხვავებული სიგრძისაა. გაიზომეთ თქვენი ტანის სიგრძე კისრის ძირიდან - მენჯამდე. 2-1662119259.png

შეამოწმეთ ღვედების ხარისხი და გამძლეობა. მხრის ღვედები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორ ღვედებს შეუძლიათ წონის სტაბილიზირება. უკეთესია რბილი (ბალიშიანი) მხრის ღვედები. თუ მთლიანად არ არის დაფარული, ბალიშები უნდა იყოს რამდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ თქვენი მხრების სიმაღლიდან. მკერდის ღვედი უნდა გამოიყენოთ მაშინ, როდესაც მძიმე ტვირთი მიგაქვთ. წელის ღვედები კი თანაბრად გადაანაწილებენ ჩანთის წონას და თავიდან აგაცილებთ ზურგის ტკივილს.

გაითვალისწინეთ ჩანთის ხარისხი. ლაშქრობისას შეიძლება დაგჭირდეთ საათობით უდაბნოში დროის გატარება. დარწმუნდით, რომ თქვენი ჩანთა ხარისხიანია.

5-1662119278.png

გაგრილების მექანიზმი. ლაშქრობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი და დამღლელი. თუ არ გინდათ ზედმეტად გაოფლიანდეთ, მოძებნეთ ბადის საყრდენი და ღრუბელიანი სამხრეების მქონე ვერსია.

წყარო: wikihow.com