როგორ დავეხმაროთ მარტოხელა თინეიჯერს, რომელსაც არ ჰყავს მეგობრები - rogor.ge

როგორ დავეხმაროთ მარტოხელა თინეიჯერს, რომელსაც არ ჰყავს მეგობრები

დაეხმარეთ, რომ იყოს ის, ვინც სინამდვილეშია. 15 წლის მოზარდისთვის ძნელია იმის გაცნობიერება, რომ მას შეუძლია იყოს ის, ვინც სინამდვილეშია და მაინც კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს გარშემოყოფებზე. ბევრი მოზარდი იცვლება, რადგან მათ რცხვენიათ საკუთარი თავის და ეს ყველაფერი ძალიან აბნევთ.

აუცილებლად ჩართეთ სხვადასხვა აქტივობაში. შეეცადეთ როგორმე დააინტერესოთ სპორტით, ხელოვნებით ან სხვა აქტივობით. ურჩიეთ, რომ შეუერთდეს რომელიმე წრეს. სასწავლო წლის დასაწყისი მოსწავლეებისთვის საკმაოდ დაძაბული დროა. ასე რომ, გაიკითხეთ სხვადასხვა ჯგუფი, შემდეგ ერთად გააკეთეთ არჩევანი.

წაახალისეთ, რომ გამოვიდეს კომფორტის ზონიდან. ზოგიერთი მოზარდი თავს არიდებს იმ ფაქტს, რომ მეგობრები არ ჰყავს. თქვენ უნდა გაათავისუფლოთ ის ამ შეგრძნებისგან. არ ესაუბროთ თქვენს მოზარდს მეგობრების არარსებობაზე, მაგრამ მიახვედრეთ, რომ ეს აუცილებელია და მუდმივად ვერ იქნება მარტო.

თქვენ ვერ აკონტროლებთ სხვებს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მოზარდები ცდილობენ გახდნენ ისეთები, როგორებიც არ არიან. ეს სრულიად უკუშედეგს იწვევს და საბოლოოდ დასცინიან იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ შთაბეჭდილების მოხდენა. წაახალისეთ თქვენი მოზარდი იყოს კეთილი და გამოხატოს საკუთარი აზრი.

მოუსმინეთ და შეიყვარეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ სხვა ბავშვები ან საკუთარი შვილები. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ ჩვენს ბავშვებს და გვიყვარდეს ისინი მთელი გულით და ეს მათთვისაც ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. თუ თქვენს მოზარდს რთული პერიოდი აქვს და დახმარება სჭირდება, თქვენ უნდა იყოთ მისთვის ერთგვარი მშველელი. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. გაარკვიეთ, რამე სერიოზული ხომ არ ხდება. არავინ იცნობს თქვენს მოზარდს ისე კარგად, როგორც თქვენ!

საზღვრების დადგენა და აღსრულება. ვაღიარებთ, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია. თუ თქვენს შვილს შეუძლია დააბალანსოს სკოლა, კლასგარეშე, სოციალური ცხოვრება და თამაშები, მაშინ არ არის საჭირო ამ სფეროებში საზღვრების დაწესება. თუმცა თუ ის დროს ფლანგავს უსარგებლო თამაშებში, მაშინვე დააწესეთ საზღვრები.

წყარო: rollercoasteryears.com