როგორ გავიჩინოთ მეგობრები ახალი სკოლის პირველ დღეს - rogor.ge

როგორ გავიჩინოთ მეგობრები ახალი სკოლის პირველ დღეს

მოირგეთ ლამაზი, მოკრძალებული ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ. არ არის აუცილებელი გქონდეთ ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმელი. შეარჩიეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც გაგრძნობინებთ თავდაჯერებულობას. წინა ღამით აირჩიეთ რის ჩაცმასაც აპირებთ, რათა დილით არ დაისტრესოთ ან არ ინერვიულოთ იმაზე, რომ დააგვიანებთ პირველ დღეს.

1-1661947131.png

იყავით მხიარული და პოზიტიური. ადამიანებს სურთ იყვნენ სხვა ადამიანების გვერდით, რომლებიც ბედნიერად გამოიყურებიან. ღიმილი მარტივი გზაა პოზიტივის გამოსახატად. სკოლის პირველი დღე შეიძლება იყოს რთული ახალი გაკვეთილებით და ახალი რუტინით, რომელსაც სწრაფად უნდა მოერგოთ, ამიტომ შეეცადეთ ფოკუსირდეთ ღიმილსა და პოზიტიურ განწყობებზე. სრულიად გასაგებია ცოტა სტრესი პირველ დღეს. მაგრამ სახეზე გაბრაზებულმა და შეშინებულმა გამომეტყველებამ შეიძლება გააქციოს ადამიანები თქვენგან, რომლებსაც შესაძლოა თქვენი გაცნობა და საუბარი სურდეთ.

2-1661947145.png

ბევრად უფრო ადვილია დიალოგის გაგრძელება, როგორც კი დაიწყებთ საუბარს. ხშირად, საუბრის ყველაზე რთული ნაწილი მისი დაწყებაა. სცადეთ მარტივი კითხვების დასმა, ან უთხარით ვინმეს სასიამოვნო კომპლიმენტი. ამის შემდეგ კი ადვილად შედგება დიალოგი.

3-1661947156.png

სწორმა კითხვებმა შეიძლება წაახალისოს ადამიანები საუბრის გასაგრძელებლად. დასვით ისეთი კითხვები, რომლებზეც არ უპასუხებენ მარტივად - "დიახ" ან "არა"-ს, ეს დაგეხმარებათ ერთმანეთის გაცნობაში.

4-1661947167.png

თანამოაზრეებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ მათთან დაახლოებაში. იკითხეთ სკოლის წრეების ან რაიმე გუნდში გაწევრიანების შესახებ. აუცილებლად დაინტერესდით, თუ რომელიმე მათგანი თქვენთვის საინტერესოდ ჟღერს. თქვენ შეხვდებით სხვა ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი ინტერესები და ადვილად დაუმეგობრდებით მათ.

bol-1661947187.png

წყარო: wikihow.com