როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ტელეფონის ეკრანს - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ტელეფონის ეკრანს

გამოიყენეთ კბილის პასტა. აბრაზიულად შექმნილ კბილის პასტას შეუძლია გამოასწოროს ხარვეზი. მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ის ნამდვილი პასტაა და არა გელის ტიპის. წინასწარ გადაამოწმეთ კბილის პასტის ყუთი. სოდის ნარევს აქვს იგივე აბრაზიული თვისებები, როგორიც კბილის პასტას. თუ გირჩევნიათ გამოიყენოთ სოდა, შეგიძლიათ აურიოთ პასტაში და გამოიყენოთ იმავე წესით.

1-1661763160.png

დაიტანეთ კბილის პასტა ჯაგრისზე. წაუსვით მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის და არა ზედმეტი.

2-1661763176.png

წაუსვით კბილის პასტა ნაკაწრზე. მას შემდეგ რაც კბილის პასტა წაუსვით, შეუზილეთ იგი გარშემო ნაზი, წრიული მოძრაობით. გააგრძელეთ ეს მანამ, სანამ ნაკაწრი ძნელად შესამჩნევი იქნება. იმის გამო, რომ კბილის პასტა თავისთავად აბრაზიულია, ზედმეტი ზეწოლა არ დაგჭირდებათ, აბრაზიამ უნდა შეამციროს ნაკაწრი.

3-1661763190.png

გაასუფთავეთ თქვენი ტელეფონი. მას შემდეგ, რაც ნაკაწრი შემცირდება, კბილის პასტისგან გაწმენდა მარტივი პროცესია. აიღეთ რბილი, ოდნავ ნესტიანი ქსოვილი და გადაუსვით ეკრანს. ამით თქვენ განაახლებთ თქვენი ტელეფონის იერსახეს და იმედია უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ნაკაწრების მოშორებამდე.

4-1661763204.png

წყარო: wikihow.com