როგორ შევარჩიოთ შალითა დივნისთვის სახლში თუ ოფისში - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ შალითა დივნისთვის სახლში თუ ოფისში

როგორი უნდა იყოს შალითა

დივნის ამ ატრიბუტზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მას ბევრი რამის ატანა უწევს. დივანზე ვისვენებთ, ვწვებით, მივირთმევთ და ა.შ. ის იმტვერება, ხუნდება, მასზე გვეყრება ნამცეცები, გვესხმება სითხე. ერთი სიტყვით, კარგი ხარისხის შალითა ამ ყველაფერს უნდა უმკლავდებოდეს.

ანუ შალითა უნდა იყოს:

  • სასაიმოვნო
  • მკვრივი
  • სქელი
  • ადვილად გასაწმენდი
  • ლამაზი
  • ჰაერგამტარი
  • წყალგამძლე
  • დიდხანს უნდა ინარჩუნებდეს ფერსა და ტექსტურას
  • თუ სახლში შინაური ცხოველები გყავთ, ჩამონათვალს აუცილებლად უნდა დაუმატოთ "ანტიბრჭყალი"

შალითისთვის ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია:

  • გობელენი
  • ზამშე
  • ჟაკარდი
  • ველვეტი
  • მიკროფიბრა
  • ეკოტყავი
  • ტყავი
  • ფლოკი

საინტერესოა, რა პლუსები და მინუსები აქვთ ამ მასალებს

გობელენი

ეს გახლავთ ელეგანტური ბუნებრივი მასალა, ბამბა მცირე წილი სინთეტიკით. მისი მინუსი მძიმე წონაა, ასევე ადვილად ჭუჭყიანდება და მალე ხუნდება. განაგრძეთ კითხვა