როგორ გავხსნათ კონსერვის ქილა სახსნელის გარეშე - rogor.ge

როგორ გავხსნათ კონსერვის ქილა სახსნელის გარეშე

ხის სამზარეულოს კოვზით დააწექით ქილის თავსახურს. რაც უფრო მძიმეა კოვზი, მით უკეთესია. ჭიქის თავსახურს ზემოდან რამდენჯერმე ძლიერად დააჭირეთ კოვზი. შეიძლება ამის გამეორება რამდენჯერმე დაგჭირდეთ, რომ სახურავი თავისუფლად გაიხსნას. თუ ხის კოვზი არ გაქვთ, შეგიძლიათ სცადოთ სხვა ნივთი, მაგრამ ხის ჭურჭელი საუკეთესოდ მუშაობს.

1-1660919204.png

გამოიყენეთ დანა ან ლითონის კოვზის ნაპირი. შეაცურეთ დანის პირი სახურავის ქვეშ და ყოველი მხრიდან სცადეთ აწევა. ქილაში ოდნავ ჰაერი შევა და თავსახური მარტივად გაიხსნება.

2-1660919221.png

დაარტყით ქილის ძირს ხელის გული. დაიჭირეთ ქილა 45 გრადუსიანი დახრილი კუთხით, თქვენი არადომინანტი ხელით. დაარტყით ქილის ძირს თქვენი დომინანტური ხელის შუაგულით. ამ მეთოდს "წყლის ჩაქუჩი" ეწოდება. ის ფუნქციონირებს სახურავზე წნევის აწევით, რათა გახსნათ იგი.

3-1660919235.png

ჩადეთ სახურავი ცხელ წყალში 30 წამის განმავლობაში. შეავსეთ ჯამი ცხელი (მაგრამ არა მდუღარე) წყლით და ჩააყოფინეთ მასში ქილას თავი. დატოვე ქილა 30 წამით, შემდეგ სცადეთ გახსნა. გაიმეორეთ ეს პროცესი, სანამ თავსახურს არ გახსნით მარტივად.

4-1660919252.png

გამოიყენეთ თმის საშრობი სახურავის გასათბობად. ჩართეთ თმის საშრობი და დაუმიზნეთ სახურავს 30 წამის განმავლობაში, რათა გააფართოვოს სახურავი. გამოიყენეთ პირსახოცი, რომ მისი მეშვეობით მოხსნათ ცხელი სახურავი. ძალიან ფრთხილად იყავით ამ მეთოდთან, რომ არ დაიწვათ ხელი. ლითონის სახურავი ძალიან სწრაფად ცხელდება.

5-1660919270.png

სცადეთ გამოიყენოთ სანთებელა სახურავის გასათბობად. სანთებელას ცეცხლი ფრთხილად გადაიტანეთ ქილის სახურავის კიდეზე, რომ გაცხელდეს. გამოიყენეთ პირსახოცი, ან ხელთათმანები, რათა სცადოთ სახურავის მოხსნა მას შემდეგ, რაც გააცხელებთ მას. რაც უფრო კარგად ცხელდება თავსახური, მით უფრო გაფართოვდება, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავით.

6-1660919284.png

წყარო: wikihow.com