როგორ მივიტანოთ სუფრაზე ხამსა - rogor.ge

როგორ მივიტანოთ სუფრაზე ხამსა

ყველაზე დიდ აღფრთოვანებას სუფრაზე მიტანილი ხამსა ყვავილის სახით იწვევს. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება ცოტა წვალება. ჯერ უნდა მოაჭრათ თავები, ამოაცალოთ შიგნეულობა და ხერხემალი, შემდეგ კი ლამაზად დადოთ თეფშზე, როგორც ყვავილის ფურცლები.

rogor-1660899437.ge2.jpg

შეგიძლიათ ასევე დადოთ თევზი ორ იარუსად. ამ შემთხვევაში, ქვედა იარუსს არ დასჭირდება ხერხემლის ამოცლა და გაშლა. მეორე იარუსს ზემოდან დააედთ წითელი ხახვის რგოლები.

rogor-1660899618.ge2.jpg

ასევე შეგიძლიათ დადოთ გარნირთან ერთად, ნახევარ მხარეს - მარაოსავით. ეს ვარიანტიც საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება.