როგორ გავწმინდოთ საყინულე სწორად და რამდენად ხშირად უნდა გავაკეთოთ ეს
რამდენად ხშირად უნდა გაიწმინდოს საყინულე
თუ თქვენს სახლში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ელექტროენერგია ხანგრძლივი დროით იყო გათშული ან მაღალი ტენიანობის ზონაში არ ცხოვრობთ, საყინულის წელიწადში ერთხელ გაწმენდა აბსოლუტურად საკმარისია, თუმცა გირჩევთ მაინც ჩაიხედოთ მაცივრის ექსპლუატაციის ინსტრუქციაში.
პირველ რიგში გამორთეთ მაცივარი დენის წყაროდან. ჩართულ მდგომარეობაში საყინულის გაწმნდას არასდროს გირჩევთ, ასე შესაძლოა მაცივარი გააფუჭოთ.
იმისათვის, რომ გაყინული პროდუქტი არ გალღვეს, აიღეთ დიდი ზომის თასი და ყველაფერი იქ მოათავსეთ.
აიღეთ მიკროფიბრის ტილო და დაიწყეთ საყინულის თაროების წმენდა, თუ დაბინძურება ძლიერია, შეგიძლიათ მოამზადოთ სეციალური ხსნარი და ის გამოიყენოთ (1 სუფრის კოვზი სოდა და 500 მლ თბილი წყალი, შეგიძლიათ ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალებაც დაუმატოთ).არავითარ შემთხვევაი არ გამოიყენოთ სახეხი საშუალებები.
ნახევარ წელიწადში ერთხელ აუცილებლად მტვერსასრუტით გაწმინდეთ მაცივრის უკანა კედელი, საამისოდ მტვერსასრუტის ვიწრო პირი გამოიყენეთ.არც მაცივრის კარის რეზინის გაწმნედა დაივიწყოთ 6 თვეში ერთხელ მაინც, ეს თბილ წყალში დასველებული ტილოთი უნდა გააკეთოთ.
წყარო: shin.ge