რომელი ბოსტნეული უნდა დავთესოთ ერთად და რომელი - არა
მცენარეებს, რომლებიც ერთმანეთს კარგად ეგუებიან და ერთმანეთზე დადებით გავლენას ახდენენ, კომპანიონი მცენარეები ეწოდებათ. მაგალითად, პომიდორს სტაფილოს გვერდით ყოფნა უყვარს, ასევე რეჰანთან და კამასთან, აი, კარტოფილთან სიახლოვე კი არ სიამოვნებს.
რეჰანის მძაფრი სუნი აფრთხობს მავნე მწერებს და არ აკარებს მათ პომიდორს, კამა და ოხრახუში კი იმ მწერებს იზიდავს, რომელიც პომიდორს მავნე ნივთიერებებისგან ათავისუფლებს.
კარტოფილი და პომიდორო მსგავსი ტიპის ბოსტნეულია, მათზე ერთი და იგივე რამ მოქმედებს დამღუპველად, ამიტომ ისინი ერთმანეთს ვერაფერს შველიან და მათი ერთად ყოფნა არ არის გამართლებული.
კომპანიონი მცენარეები
კიტრი კარგად ემეგობრება ბოლოკს, ბარდას, სალათის ფურცელს, პომიდორსა და სიმინდს.
ვერ ეგუება პიტნასა და კამას. განაგრძეთ კითხვა