როგორ შევარჩიოთ ფარდები - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ფარდები

ასევე ზუსტად უნდა იცოდეთ თხელი ფარდები გსურთ თუ სქელი, თუ ორივე. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორია ოთახი, ნათელი თუ ბნელი, პატარა თუ დიდი, ერთ სიტყვით, კარგად უნდა აწონ-დაწონოთ ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ წახვიდეთ საყიდლად.

გ არდა ფაქტურისა, ხარისხისა და ფერისა, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ფუნქცია დაეკისრება ფარდას, იქნება მხოლოდ დეკორატიული თუ ფუნქციური. თუ არ გსურთ, რომ ოთახი დაგიბნელოთ, შეარჩიეთ თხელი ქსოვილი, თუ პირიქით სქელი და მაგარი.

ასევე ჩამოყალიბდით სიგრძესთან დაკავშირებით. დაიმახსოვრეთ, რომ ფარდის იდეალური სიგრძეა, როდესაც ის იატაკზე დევს, ამაზე მოკლე არაესთეტიკურად გამოიყურება.

როგორ წარმოგიდგენიათ კლასიკური ფარდა? აქეთ იქეთ სქელი და შუაში წული? დიახ, ასე იყო მიღებული წლების განმავლობაში, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ფანტაზია არ უნდა გამოიყენოთ და ფარდები თანამედროვე ინტერიერს არ მოარგოთ. გახსოვდეთ, ყველაფერი ინდივიდუალურია, შესაძლოა თქვენს ინტერიერს რომაული სტილი უფრო უხდება ან პირიქით, ან შესაძლოა სულაც არ სჭირდება თქვენს ოთახს ფარდები.

იხილეთ ასევე: როგორ გავრეცხოთ ტიულის ფარდა

წყარო: shin.ge