როგორ გავრეცხოთ ტიულის ფარდა - rogor.ge

როგორ გავრეცხოთ ტიულის ფარდა

არსებობს ნაცადი ხერხი, თუ როგორ ავირიდოთ ჭუჭყიანი ყვითელი ფერები დელიკატურ ქსოვილებზე რეცხვის შემდეგ. ჩვენ მოგითხრობთ, როგორ შევინარჩუნოთ მათი სიქათქათე და როგორ გავრეცხოთ ტიული სწორად...

როგორ გავრეცხოთ ტიული

ქსოვილმა ბზინვარება და სიქათქათე რომ შეინარჩუნოს, მიაქციეთ ყურადღება წყლის ტემპერატურას. ჩაალბეთ ტიული ოდნავ თბილ წყალში, დაახლოებით 30-35 გრადუსზე. თუ ტემპერატურა უფრო მაღალი იქნება, ქსოვილის ნაზი სტრუქტურა დაირღვევა და ტიული აუცილებლად გაყვითლდება!

მომდევნო ეტაპი - მარილიანი: წყლიან ტაშტში ჩაყარეთ ნახევარი კილოგრამი მარილი. ჩაალბეთ ფარდები ამ ხნარში 1,5 საათის განმავლობაში. ამ პროცედურის წყალობით, ფარდებს ძველ ლაქებსაც მოაცილებთ. ჩალბობის შემდეგ გაავლეთ ფარდები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ცხელი წყალი.

ტიულის ბზინვარების აღსადგენად, გრილ წყალში ჩაასხით ძმარი - ყოველ ლიტრ წყალზე 1 ს.კ. ძმარი. გავლების შემდეგ ქსოვილი უწინდებურ იერსახეს მიიღებს.თუ ტიული თეთრია და თვალისმომჭრელი სიქათქათის მიღება გსურთ, ცივ წყალში ჩაასხით 2-3 წვეთი ლილა. წყალი ღია ცისფერი გახდება. ამ ხსნარში გავლების შემდეგ ქსოვილი თოვლივით ქათქათა გახდება.