როგორ დავიცვათ ინტიმური ჰიგიენა
სასქესო ორგანოები სულ მცირე, დღეში ორჯერ, თბილი წყლით, უსაპნოდ დაიბანეთ.
დაივიწყეთ საპონი, ის შეიცავს ტუტეს, რაც არღვევს სასქესო ორგანოების მიკროფლორას.
ინტიმური გელის არჩევისას დააკვირდით, რომ ის შეიცავდეს რძის მჟავას, ასევე ტრიკლოზანს. არ უნდა შეიცავდეს საღებავებს და სურნელოვან დანამატებს.
მენსტრუაციის პერიოდში, გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა აუცილებელია ტუალეტში ყოველი შესვლისას.
დაბანის შემდეგ სასქესო ორგანოები სუფთა, რბილი და აუცილებლად საკუთარი პირსახოცით გაიმშრალეთ.
არ გამოიყენოთ ინტიმური ჰიგიენისთვის ჩვეულებრივი კოსმეტიკური საპონი.
ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საპნის, ან ჟელეს გამოყენებისას, მხოლოდ კანი დაიბანეთ და არა ლორწოვანი გარსები.
ყოველდღიური საფენები უნდა გამოიცვალოთ დღეში 4-5-ჯერ.
კრიტიკულ დღეებში საფენი უნდა გამოიცვალთ სულ მცირე 3-4 საათში ერთხელ. ტამპონს კი 2 საათზე მეტხანს ნუ დაიტოვებთ.
თუ არ გსურთ ბაქტერიებს გამრავლებისთვის იდეალური გარემო შეუმქნათ, არ დაიტოვოთ ღამით ტამპონი.
კანდიდოზი ან ალერგია შეიძლება გამოიწვიოს არომატულმა საფენებმა, ამიტომ მათ მოხმარებას მოერიდეთ.
თეთრეულს გამოცვლისას დააკვირდით - თუ გამონადენი ჭარბია და დიდხანს არ წყდება, სჯობს ექიმს მიმართოთ.
წყარო: mkurnali.ge