როგორ ყულაბაში მოვაგროვოთ ფული ბარაქის მოსაზიდად - rogor.ge

როგორ ყულაბაში მოვაგროვოთ ფული ბარაქის მოსაზიდად

გოჭი - ყველაზე სასურველი ფულის დასაგროვებელი ყულაბაა. სიმპათიური, ვარდისფერი გოჭუნა უნდა იყოს. ფულის ჩაყრამდე აუცილებლად მოესიყვარულეთ. შეგიძლიათ წინ მისი საყვარელი ნუგბარი - რკოც დაულაგოთ.

ძაღლი - თქვენი განძის საუკეთესო დამცველი. ხშირად შეაქეთ, გვერდით დაუდეთ ძაღლური ნუგბარი.

ბუ - ფულის გაფლანგვის საშუალებას არ მოგცემთ. ბუს მეთვალყურეობით, თანხას მხოლოდ ბრძნულად განაგებთ. ასეთი ყულაბა უცხო თვალისგან მოფარებული უნდა გქონდეთ.

ციყვი - ფულის დაგროვებაში ყველაზე სწრაფი დამხმარე. შეიძლება თანხა ლატარიაშიც კი მოიგოთ. დამხმარეს გული რომ მოიგოთ, გაანებივრეთ თხილეულით.

კატა - არაორდინარული გზით ფულის მოპოვების საუკეთესო დამხმარეა. გაგიმძაფრებთ ინტუიციას, რომ კიდევ უფრო მეტი თანხა მოიპოვოთ. მის გვერდით აუცილებლად უნდა გქონდეთ სათამაშო წრუწუნა. იხილეთ მეტი

myquiz