როგორ გავაცინოთ ძაღლი - rogor.ge

როგორ გავაცინოთ ძაღლი

ძაღლები იცინიან?

გამოსცემს თუ არა თქვენი ძაღლი გარკვეულ ხმებსა და ბგერებს როცა კარგ ხასიათზეა? ეს არის ის, რასაც ადამიანები გულისხმობენ, როდესაც საუბრობენ ძაღლის სიცილზე. ზოგიერთი ძაღლის სიცილი ჰგავს ადამიანისას, ეს დამოკიდებულია ძაღლის კონკრეტულ ჯიშზე. მაგალითად, ჰასკიები, როგორც წესი, ძალიან ჰგვანან ადამიანებს, როცა იცინიან.

1-1660128940.png

რატომ იცინიან ძაღლები?

გაუგებარია, რატომ იცინიან ძაღლები, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ, როცა ბედნიერები არიან.ექსპერტები არ არიან დარწმუნებულები, იცინიან თუ არა ძაღლები, როდესაც ფიქრობენ, რომ რაღაც სასაცილოა. ბევრი ადამიანი ამჩნევს, რომ ძაღლები ხმას გამოსცემენ, როდესაც მათ თამაში სურთ. თუ შეგიძლიათ აიძულეთ თქვენი ძაღლი გამოსცეს ეს ხმა ბრძანებით, თუ შესაძლებელია მათი განწყობის გაუმჯობესება.

2-1660128953.png

აქტივობები თქვენი ძაღლის გასაცინებლად:

გაიქეცი ძაღლთან ერთად. ძაღლები ხშირად იცინიან, როცა თამაშობენ. თქვენს ლეკვთან ერთად სირბილი შესანიშნავი საშუალებაა მათ გასაცინებლად.

1-1660128970.1.png

აქვს თუ არა თქვენს ძაღლს საყვარელი სათამაშო? თუ აქვს, მოიტანეთ და ნახეთ როგორ გაახალისებთ ამით. თქვენ შეგიძლიათ მოიტანოთ თოკი ან მისცეთ რბილი სათამაშო რომ დაღეჭოს. იყავით აქტიური მათთან თამაშის დროსაც. შეგიძლიათ გადააგდოთ სათამაშო, ნება მიეცით თქვენს ლეკვს დაედევნოს და მოგიტანოთ ის.

1-1660128983.2.png

ასწავლეთ თქვენს ძაღლს გარკვეული ბრძანებების შესრულება. თუ ჯერ არ გისწავლიათ, ასწავლეთ თქვენს ძაღლს ძირითადი ბრძანებები, როგორიცაა დაჯექი, ადექი და მოდი ან შეგიძლიათ ასწავლოთ ხელის ჩამორთმევაც. შეაქეთ ის ბრძანების გაგებისთვის და მას შეიძლება გულით გაეცინოს. სწავლება ძაღლისთვის უწყვეტი პროცესია. მაშინაც კი, თუ თქვენ უკვე ასწავლეთ მრავალი ბრძანება, განაგრძეთ მათთვის ახალი რაღაცების სწავლება, რათა ჩართულები და აქტიურები იყვნენ.

1-1660128997.3.png

მოეფერეთ იმ ადგილებზე, რომლებზედაც უყვართ შეხება. ყველა ძაღლს აქვს სხეულის ის ნაწილი, სადაც უბრალოდ უყვარს შეხება. თუ თქვენი ძაღლი მოდის თქვენთან დასასვენებლად, მოეფერეთ ასეთ ადგილებზე. მათ შეიძლება მაშინვე გაიცინონ სიამოვნებისგან. დაუთმეთ თქვენს ძაღლს დიდი ყურადღება პერიოდულად მთელი დღის განმავლობაში, რათა აგრძნობინოთ, რომ გიყვართ და შეუნარჩუნოთ შესანიშნავი განწყობა.

1-1660129010.4.png

წყარო: wikihow.com