როგორ გავხდეთ ოლიმპიური ჩემპიონი - rogor.ge

როგორ გავხდეთ ოლიმპიური ჩემპიონი

შეაფასეთ თქვენი ფიზიკური კონდინციები. ძალიან მარტივია ტელევიზორის წინ იწვე, ხელში ცივი ალკოჰოლური სასმელი და წასახემსებელი გეჭიროს და დრო მშვიდად გაგყავდეს. ოლიმპიელ ტრიუმფატორს ფაქტობრივად მთელი ცხოვრება მძიმე ვარჯიში უწევს, რადგან „ოლიმპოს მთაზე“ მისასვლელი გზა იპოვოს. ალბათ, კარგად იცით, რომ ბევრი სახის ოლიმპიური თამაში არსებობს, რაც სხვადასხვანაირ შესაძლებლობებს მოიცავს, მაგალითად: ცურვა, ფეხბურთის თამაში, მძლეოსნობა, სირბილი და ა.შ. აირჩიეთ თქვენი სპორტი, რაც ყველაზე მეტად გიზიდავთ, რადგან ვარჯიში მოსაწყენი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებად მოტივირებულები იქნებით. რეალურად ოლიმპიური ჩემპიონები 8-დან 18 წლამდე აგროვებენ იმ გამოცდილებას, რაც მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ასპარეზზე გასასვლელადაა საჭირო, შემდეგ კი ტემპი არ უნდა დააგდოთ და გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღოთ. ნაკლებად პოპულარულ სპორტში ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა მარტივია, მაგალითად, ძალიან ძნელია ჭიდაობასა და ჩოგბურთში ტატამზე/კორტზე გამოსვლა, მიუხედავად ამისა, მაინც გაყევით იმ გზას, რაც მოგწონთ, მოტივირებული ადამიანი ყველაფერს შეძლებს.

1-1660054664.png

კარგად გაითავისეთ, რომ დიდხნიანი და მძიმე ვარჯიშები გელოდებათ. ასობით და ათასობით საათი გატარებული ვარჯიშში, ალბათ ხვდებით რამხელა დატვირთვაა?! თუმცა ოქროს მედალი ყველაფერს ჩამორეცხავს და სახეზე ბედნიერების ღიმილი შემოგეპარებათ.

2-1660054675.png

აუცილებლად დაიქირავეთ მწვრთნელი. როგორც ოლიმპიელები აცხადებენ, მათ წარმატებაში გარდამტეხი როლი მათმა მწვრთნელებმა ითამაშეს, რადგან ისინი კომპეტენტური პირები არიან და ყველაზე კარგად ხედავენ თქვენს შესაძლებლობებს, სწორედ ისინი დაგეხმარებიან ტრავმებისგან თავის არიდებაში, მოგცემენ მოტივაციას და გაგიძღვებიან წინ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ.

3-1660054686.png

განაგრძეთ თქვენი საქმიანობა. იშვიათია სპორტსმენი, რომელსაც ფინანსური კუთხით პრობლემები არ ექმნება, თქვენ ამან არ შეგაშინოთ, რაც წინ მიიწევთ თქვენი შემოსავალი გაიზრდება, რა თქმა უნდა, გასავალიც (დაქირავებული მწვრთნელი, ეკიპირება). შეგიძლიათ შეეცადოთ რაიმე სახის დაფინანსების მოპოვებას.

4-1660054701.png

შეძლებისდაგვარად დასაქმდით. იყო ოლიმპიელი ერთია, თუმცა ამ წარმატებამდე ძალიან შორია, სწორი კვება და განვითარება გჭირდებათ, რაც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. შეეცადეთ დასაქმდეთ ისეთ სამსახურში, რომელიც თქვენს მიზანს არ დააზიანებს.

bol-1660054713.png

წყარო: wikihow.com