როგორ მოვემზადოთ თამაშში ასპარეზობისთვის
შეეცადეთ ადრე დაიძინოთ. რადგან მეორე დღისთვის ორგანიზმი კარგად გამოძინებული იყოს, ძალები კი მაქსიმალურად აღდგენილი. შეეცადეთ ჩვეულებრივ რეჟიმთან შედარებით, როგორც მინიმუმ 1 საათით მეტხანს გეძინოთ.

სვით წყალი, დღეში დაახლოებით 1 ლიტრი. შეგიძლიათ ძალების აღმდგენი ან გამაჯანსაღებელი საშუალების მირთმევაც, უბრალოდ დღის რაციონიდან წყალი არც ერთ ვარიანტში არ ამოიღოთ, რადგან წყალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

დაიწყეთ ვარჯიში რაც შეიძლება მალე.

იკვებეთ ჯანსაღად. შეგიძლიათ დაიცვათ 2 კვირიანი დიეტა (მოერიდეთ არაჯანსაღ საკვებს), შეეცადეთ მიიღოთ კარბოჰიდრატები, რადგან ეს უკანასკნელი ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ივარჯიშეთ დღეში დაახლოებით 1-2 საათი. თავადვე შეამჩნევთ რამდენად სწრაფად და კარგად პროგრესირებთ.

მატჩის დღეს მსუბუქად ირბინეთ. კარგად გახურდით, რადგან ასეთ დროს უმნიშვნელო სიტუაციაში ტრავმის მიღების რისკი მცირდება. გახურებისას აუცილებლად გაჭიმეთ თქვენი ორგანიზმი.

წყარო: wikihow.com