როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კონდიციონერი გასაწმენდია - rogor.ge

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კონდიციონერი გასაწმენდია

- ბევრს ჰგონია, რომ ყველაზე მეტი სიბინძურე კონდიციონერის ფილტრში გროვდება. სინამდვილეში ყველაზე მეტი სიბინძურე არის ბარაბანში, აგრეგატში, საიდანაც ჰაერი ტრიალებს. წარმოიდგინეთ, რამხელა ზიანს აყენებს ადამიანს დაბინძურებულ კონდიციონერში გამოტარებული ჰაერის შესუნთქვა. ამ მხრივ ყველაზე საშიშია თავშეყრის ადგილები, ოფისები, სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს. თუ ოთახში ვინმე დავირუსებულია, ეს ფილტრი ვერ ფილტრავს და ვირუსებს ისევ ატრიალებს ჰაერში.კონდიციონერის დანიშნულებაა შიგნითა და გარეთა შიდა ტემპერატურას შორის სხვაობა გააკეთოს. ამ დროს აგრეგატში წარმოიქმნება სიბინძურე და ბაქტერიები. ბევრ მათგანზე შემიძლია საუბარი, თუმცა ყველაზე საშიში ბაქტერიაა ლეგიონელა, რომელიც პნევმონიის მძიმე ფორმაა. წარმოიდგინეთ, დახშულ სივრცეში, ამ დაბინძურებულ ჰაერს კონდიციონერი ატრიალებს და კვალ ადამიანს უბერავს. საქართველოში კომპანიების, ორგანიზაციების, დაწესებულებების 99 პროცენტი არ წმენდს კონდიციონერს ისე, როგორც საჭიროა. ამას მძიმე შედეგებამდე მივყავართ.

- რა სიხშირით და როგორ უნდა გაიწმინდოს კონდიციონერი?

- სასურველია, რომ წელიწადში ორჯერ გაიწმინდოს, სეზონურად. უახლეს კონდიციონერებს აქვთ იონიზებული, ბიო ფილტრები, მაგრამ ამ ფილტრებსაც სჭირდება გამოცვლა. მხოლოდ გამოცვლა და რეცხვა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ თვითონ აგრეგატი არ გაიწმინდა შიგნიდან. თუ აგრეგატი გასაწმენდია, არ მუშაობს გამართულად, არ აგრილებს და არ ათბობს სწრაფად. ეს ცალკე პრობლემაა. ყველაზე დიდი პრობლემა კი არის ის, რომ უშვებს დაბინძურებულ ჰაერს. წეღან ვახსენე ლეგიონელა. გაუწმენდავი კონდიციონერი ბაქტერიების ბუდეა და ამასთან ერთად იწვევს ფილტვების ანთებასაც. გაუწმენდავი კონდიციონერი ქმნის ძალიან დიდ ალერგიულ ფონს. ასეთ გარემოში ყოფნა განსაკუთრებით საშიშია ალერგიული ადამიანებისთვის.ადამიანს შესაძლოა აწუხებდეს ხველა, თავის ტკივილი, ყელის სიმშრალე, სიცხე და ვერ ხვდებოდეს ამის გამომწვევ მიზეზს. ამ დროს აუცილებლად სჭირდება ანტიბიოტიკი. წარმოიდგინეთ რა მოსდის ასეთ დროს ბავშვის ორგანიზმს. ამის გაკონტროლება ყველაზე რთულია ოფისებში, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობს.

- როცა ადამიანი ყიდულობს კონდიციონერს, ამ დროს აწვდიან მას შესაბამის ინფორმაციას მოვლის და თუნდაც წმენდის შესახებ?- სწორედ ინფორმაციის ნაკლებობაა ჩვენს საზოგადოებაში. როცა კონდიციონერს ყიდულობენ, ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ ფილტრზე, ანუ როგორი ფილტრიანი კონდიციონერი იყიდონ. უახლესი კონდიციონერები არის ბიო ფილტრებით, იგივე იონიზებული ფილტრებით, რომელიც მაქსიმალურად იცავს გარემოს ასეთი შემთხვევებისგან. თუმცა ამასაც უნდა გაეწიოს კონტროლი. დაბინძურების შემთხვევაში მასაც სჭირდება წმენდა. ჩემი აზრით, ფილტრი მინიმუმ სამ თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს, ხოლო თავად აგრეგატი, რაზეც ეს ფილტრი აყენია, წელიწადში ორჯერ.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კონდიციონერი გასაწმენდია?

- ძალიან მარტივად. ახდით ხუფს, სადაც ფილტრებია. ამ ფილტრებს, რომ ამოიღებთ, უკანა მხარე უნდა დაათვალიეროთ სინათლის შუქზე. რადიატორს აქვს წვრილი ცხაურები, სადაც კონდიციონერი გამავალ ფრეონს აგრილებს. უნდა დაათვალიეროთ ეს ცხაურები. თუ ცხაურებში არის მტვერი, აქვს მომწვანო, მოყავისფრო ფერი, მაშინ კონდიციონერი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს.საქართველოი კონდიციონერების წმენდით ძირითადად დაკავებულები არიან კერძო ხელოსნები, რომლებიც არასწორად, უბრალოდ „თვალის ასახვევად“ წმენდენ კონდიციონერებს. არ აქვთ შესაბამისი დანადგარი, ვინაიდან ეს დანადგარი ძვირად ღირებულია. ღირს დაახლოებით 4 ათასი ევრო და არ აქვთ მისი შეძენის საშუალება. მათი წმენდა შემოიფარგლება ფილტრის მოხსნით და ონკანზე ცხელი წლით გარეცხვით. ამ ფილტრს აქვს უწვრილესი ბადე, თუ მას მაღალი წნევა არ დაუბერავს და ჭუჭყს არ გაიტანს, მხოლოდ დასველებული და შემდეგ გამშრალი ჭუჭყი უფრო გაუვალს გახდის ჰაერს. ამიტომ ონკანზე ფილტრი არ იწმინდება. ეს არის ზედაპირული წმენდა.სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქი ძალიან მტვრიანი და დაბინძურებულია, სათანადოდ არ ირეცხება ქუჩები, ამ მტვრის მაგნიტი კი არის კონდიციონერი. განაგრძეთ კითხვა