როგორ განსაზღვროთ თქვენი თმის ტიპი და როგორ წარმოაჩინოთ ის მაქსიმალურად ლამაზად
როგორი თმის ტიპები არსებობს:
სწორი: თმა არ ტყდება, ტალღოვანი ვარცხნილობის დროს ის სწრაფად უბრუნდება პირვანდელ ფორმას.
1A – თხელი და რბილი თმა, რომელსაც არ აქვს მოცულობა, სწრაფად იწეწება და ბინძურდება.
1B - საშუალო სისქის თმა, თმის ძირები საშუალოდ ინარჩუნებს მოცულობას.
1C - სქელი და ძლიერი თმა, კარგად ინარჩუნებს მოცულობას.
ტალღოვანი: ქმნის სხვადასხვა ტიპის S ფორმას
2A - საშუალო სისქის თმა, რომელიც ძნელად შესამჩნევ S ფორმას იღებს, არ აქვს საკმარისი მოცულობა.
2B - ბევრად უფრო მძიმე თმა, კარგადაა გამოკვეთილი S ფორმა.
2C - ტალღოვანი და ხვეული თმის ნაზავი. სხვა ტალღოვან ტიპებთან შედარებით, უფრო რთულად სწორდება და ტენიან ამინდში სწრაფად იბრუნებს პირვანდელ ფორმას.
ხვეული: საკმაოდ სქელი თმა მკვეთრად გამოხატული ხვეულებით
3A - სქელი გამოკვეთილი S ფორმა. თმა აფუებისკენაა მიდრეკილი, მაგრამ თუ მას დაისწორებთ და დაივარცხნით, კარგად ინარჩუნებს სისწორეს და ბზინავს.
3B - საშუალოდ ხვეული თმა, უფრო მასიური და უხეში, რთულად სწორდება, ძალიან კარგად ინარჩუნებს ბუნებრივ ფორმას, ნაკლებადაა მიდრეკილი აფუებისკენ.
3C - ყველა წვრილი ხვეულები. წინა ვარიანტებთან შედარებით, თმის ღერი თხელია, მაგრამ მთლიანობაში მყიფე და უხეში, ამიტომ მეტად მოცულობითი ჩანს.
ძალიან ხვეული
ამ ტიპის თმა ყველაზე ხშირად აფრიკული წარმოშობის ადამიანებში გვხვდება. წვრილი ხვეული თმა რთულად მოსათვინიერებელია, ძალიან სქელი და მოცულობითი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ თხელი და მტვრევადია.
4A - წვრილი, სპირალისებური ფორმა, თმა თხელი, მიდრეკილია დაზიანებისკენ, ძალიან მტვრევადია.
4B - ყველაზე ხშირად თმის ღერი ზიგზაგის ფორმისაა, უხეშია ზამბარასავით.
4C - ყველაზე მოუთვინიერებელი და უხეში თმა ყველა ტიპს შორის, შესაძლოა იყოს სპირალის ფორმის ან არ ჰქონდეს გამოკვეთილი ფორმა, მისი დავარცხნა ძალიან რთულია.