როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ბიჭმა ჩვენი დაიგნორება შეწყვიტოს - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ბიჭმა ჩვენი დაიგნორება შეწყვიტოს

გაანალიზეთ თქვენი ქცევა

rogor-1659438158.ge.jpg

იფიქრეთ იმაზე, რომ შეიძლება თქვენი ბიჭი ცოტათი დაიღალა თქვენთან კომუნიკაციით? თუ ზედმეტად ინტრუზიული ხართ და არ აძლევთ მას ამოსუნთქვის საშუალებას, შეიძლება მოუნდეს თქვენთან ურთიერთობისგან შესვენება. ან შეიძლება მეტი პირადი სივრცე სურს. შესაძლოა, ძალიან ხშირად წერთ, დღეში ასჯერ ურეკავთ. თუ ასეა, გააცნობიერეთ, რომ ბიჭები ცოტათი განსხვავდებიან გოგოებისგან და, როგორც წესი, მათ არ სჭირდებათ მუდმივად თქვენთან კონტაქტი. თუ ძალიან ეჭვიანი ხართ და ცდილობთ მისი ყოველი ნაბიჯის გაკონტროლებას, ასეთ ურთიერთობას რთულად შეინარჩუნებთ.

შეხედეთ სიტუაციას მისი გადმოსახედიდან. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც თქვენი მეგობარი ბიჭი შესაძლოა გაიგნორებდეთ, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იმიტომ არ არის, რომ მას არ სურს თქვენთან ურთიერთობა. ის შეიძლება მართლაც დაკავებული იყოს. შესაძლოა, თქვენ მიჩვეული ხართ მასთან 24 საათის განმავლობაში კომუნიკაციას და როდესაც ის რაიმე მიზეზით ვერ გიკავშირდებათ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გაიგნორებთ. დღის განმავლობაში არ გქონიათ ურთიერთობა? სავარაუდოდ, თქვენ სასოწარკვეთილებაში ხართ და ის შეიძლება იყოს ძალიან დაკავებული! შეიძლება არ იყოს მზად კომუნიკაციისთვის, სანამ პრობლემას არ მოაგვარებს. შესაძლოა აქვს ისეთი პრობლემა (ოჯახური ან სხვა), რომელზეც საუბარი თქვენთან არ სურს.

შეანელეთ ტემპი

rogor-1659438456.ge.jpg

გააკეთეთ პაუზა. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა აჭარბებდეთ, სცადეთ ცოტა ხნით მიეცით შესაძლებლობა დარჩეს მარტო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვერ ნახავთ ერთმანეთს და ვერ გამოავლენთ გრძნობებს, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ისწავლოთ როგორ გააკონტროლოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. ეს დაგეხმარებათ დამშვიდებაში. არ დაურეკოთ მას მთელი დღის განმავლობაში. თუ მას დღის განმავლობაში არ უცდია თქვენთან დაკავშირება, ისაუბრეთ იმაზე, თუ რას ელის თქვენი ურთიერთობისგან. თუ ახალგაზრდა კაცისგან რაღაცას ელი, რასაც ის ვერ მოგცემს, ახალი ბიჭი უნდა მოძებნო. ნუ მიწერთ და ნუ დაურეკავთ მას ტყუილად. ნუ დაურეკავთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ ნანუკა ვახოს დაშორდა, თუ თქვენი მეგობარი ბიჭი არც კი იცნობს ამ ადამიანებს. ეს შეიძლება იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მისთვის.

ნუ მისცემთ უფლებას ამ სიტუაციას დათრგუნოს თქვენი განწყობა. იყავით ბედნიერი და გაიღიმეთ უფრო ხშირად. თქვენი დღეები არ უნდა იყოს პირქუში მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობარი ბიჭი არ გწერთ. რაც უფრო ბედნიერი იქნებით, მით უფრო მეტად ისურვებს, რომ თქვენი სიხარული გაუზიაროთ მას. შეეცადეთ ყურადღება გადაიტანოთ რამეზე. იპოვეთ ჰობი, შეხვდით მეგობრებს, უყურეთ კომედიურ ფილმებს ან რაიმე საინტერესო სერიალს ჩაუჯექით.

გაარკვიეთ რა აწუხებს

rogor-1659438846.ge2.jpg

იყავით პირდაპირი. ჰკითხეთ მას, რატომ გაიგნორებთ. თუ უცნაურად იქცევა, უნდა გაარკვიოთ, რა არის მიზეზი, რომ შემდეგ ჯერზე შეცდომა არ დაუშვათ. თუ ის გეტყვით, რომ მას უბრალოდ მეტი თავისუფლება სჭირდება, ნახეთ, შეგიძლიათ თუ არა გაუმკლავდეთ ამას. თუ ამისთვის მზად არ ხართ და გაგიჭირდებათ იმ ფაქტთან შეგუება, რომ თქვენს ახალგაზრდას მეტი თავისუფლება სურს, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებთ კარგი ურთიერთობის დამყარებას.

შესთავაზეთ სადმე ერთად წასვლის იდეა

წადით პაემანზე. უთხარით მას, რომ გსურთ შეხვედრა და ის, სავარაუდოდ, მიხვდება, რომ გსურთ მასთან თქვენი ურთიერთობის განხილვა. წადით გასართობ პარკში, კინოში, მისი საყვარელი ჯგუფის კონცერტზე და ა.შ. შეარჩიეთ ლამაზი სამოსი, გააკეთეთ თმის ვარცხნილობა, რომელიც მას მოსწონს და გაიღიმეთ. ზოგჯერ ბიჭს უბრალოდ სჭირდება შეხსენება, რომ ის ხვდება ულამაზეს გოგოს დედამიწაზე. თქვენ უნდა შეეცადოთ გააკვირვოთ იგი სასიამოვნო გზით. კონცენტრირება მოახდინეთ მხოლოდ დადებით ასპექტებზე. გააკეთეთ ყველაფერი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი დაინტერესდეს. დაუსვით მას კითხვები. იყავით მხიარული, კეთილგანწყობილი და ოპტიმისტური. მიეცით მას საშუალება გამოასწოროს შეცდომები და შეახსენეთ, რომ ის თქვენი მეგობარია, უპირველეს ყოვლისა. თუ პაემანმა ისე კარგად ვერ ჩაიარა, როგორც თქვენ გინდოდათ, თუ ხედავთ, რომ მას არ აინტერესებს ეს ყველაფერი, მაშინ ის არ იმსახურებს თქვენს დროს და ძალისხმევას.

ოდნავ დისტანცირდით მისგან.

rogor-1659439153.ge3.jpg

მას უნდა ესმოდეს, რომ თქვენ გაქვთ საკუთარი ცხოვრება და რომ მას გაუმართლა, რომ შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში. ბიჭების უმეტესობა შეწყვეტს თქვენს იგნორირებას, განსაკუთრებით თუ სხვა ბიჭებთან ერთად დაგინახავთ. ისინი ყველა ბუნებით მესაკუთრეები არიან. ეს დამახასიათებელია ყველა ბიჭისთვის გამონაკლისის გარეშე. თუ ის არ გადადგამს თქვენკენ ნაბიჯს და გააგრძელებს თქვენს იგნორირებას, ჰკითხეთ საკუთარ თავს, გჭირდებათ თუ არა ასეთი ურთიერთობა. ჯობია იყო იმ ადამიანთან, ვინც ყველა ძალისხმევას ხარჯავს ნორმალური ურთიერთობის დასამყარებლად, ვიდრე იმ ადამიანთან, ვისაც არ სურს ინვესტირება მოახდინოს თქვენს ურთიერთობაში.

თუ ფიქრობთ, რომ ის გღალატობთ და გატყუებ, დაასრულეთ ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ამაში სრულიად დარწმუნებული უნდა იყოთ. უბრალოდ არ აყვეთ თქვენს ემოციებს. დიდი ალბათობით თქვენი ურთიერთობა განწირულია.

წყარო: wikihow.com