როგორ გავახალისოთ სახლის ინტერიერი "კანფეტის ფერებით"
გამოცვალეთ ბალიშები და გადასაფარებლები
ახალი ბალიშებისა და გადასაფარებლების განახლება არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი გზა თქვენი მისაღები ოთახის ვიზუალურად შესაცვლელად. ფერადი ტექსტილის დამატება ხდის სივრცეს უფრო მიმზიდველს.
შეღებეთ სკამები და მაგიდები
ხის ავეჯის დამუშავება და შეღებვა კარგი იდეაა ბოჰოს სტილის მოყვარულთათვის. ხის ძველი სკამები და მაგიდები შეღებეთ ღია ცისფერი, პიტნის მწვანე და ლიმონის ყვითელ ფერებში.
შეცვალეთ ავეჯის სახელურები და სხვა დეტალები
სულ რამდენიმე წუთი სჭირდება არსებული ავეჯის განახლებას. მოხსენით კარადებიდან მოსაწყენი ხის კარის სახელურები. ხელახლა შეღებეთ ისინი ან შეიძინეთ პრინტიანი სახელურები.
განაახლეთ ჩარჩოები
როგორც წესი, ადამიანთა უმეტესობა საყვარელ ფოტოებს და კედლის მხატვრობას ძირითადად შავი ან მეტალის ჩარჩოებში ათავსებს. შეგიძლიათ შეცვალოთ ისინი ფერადი ჩარჩოებით, რომელიც სხვა ელფერს მისცემს ინტერიერს.
დროებითი ფონი კედლებზე
დღეს თუ გარკვეული დიზანი მოგწონთ, შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ სრულიად განსხვავებული მოგეწონოთ. შეცვალეთ თქვენი კედლის ფერი სრული შეღებვის ან შპალერის გაკვრის გარეშე.
ამისთვის არსებობს წებოვანი კედლის დეკორატიული "ფირები".
წყარო: ehow.com