როგორ გავაცნოთ მეგობარი ბიჭი მშობლებს
უთხარი მას, როგორ მოიქცევიან შენი მშობლები. დარწმუნდით, რომ გაუზიარეთ პარტნიორს მნიშვნელოვანი დეტალები, მაგალითად, მამა დააკვირდება მას, ან დედა დაუსვამს უხერხულ კითხვებს.
მაგალითად: „დედაჩემი ალბათ მოგიყვებათ უხერხულ ამბებს ჩემი ბავშვობის შესახებ. ის ყოველთვის ასე აკეთებს“ და „მამაჩემი ზოგჯერ მკაცრი ჩანს, მაგრამ ის სინამდვილეში კეთილია“.
მოუყევით მშობლების ინტერესების შესახებ. ეს დაეხმარება მას სასაუბრო თემის შერჩევაში. მაგალითად, თუ დედა ქსოვს, ბიჭმა შეიძლება მას უთხრას: "გავიგე, რომ ქსოვა მოგწონთ. ახლა ქსოვთ რამეს?"
იგივე გააკეთეთ მშობლებთანაც. მოუყევით მას თქვენი მეგობარი ბიჭის ინტერესების შესახებ.
ურჩიეთ რა ჩაიცვას.
თუ ტრადიციული მშობლები გყავთ და მოწონთ კონსერვატიულობა, მაშინ ურჩიეთ თქვენს შეყვარებულს, კლასიკურად ჩაიცვას.
დააიმედეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ეს დაეხმარება ნერვიულობის და სტრესის მოხსნაში.
შეარჩიეთ ადგილი.
შეგიძლიათ თქვენი მეგობარი ბიჭი სახლში, მყუდრო გარემოში დაპატიჟოთ. მაგრამ თუ გსურთ პირველმა შეხვედრამ ზედმეტი სტრესის გარეშე ჩაიაროს, მაშინ შეგიძლიათ შეხვედრა კაფეში დააორგანიზოთ.
ნება მიეცით მშობლებს დაუსვან კითხვები თქვენს შეყვარებულს. შეიძლება თქვენთვის ადვილი არ იყოს მშობლების მხრიდან დაკითხვის მოსმენა, მაგრამ შეხვედრის მიზანია ყველამ ერთმანეთი გაიცნოს. დაე მშობლებმა ჰკითხონ ბიჭს რას აკეთებს და რა მიზნები აქვს ცხოვრებაში. ჩაერიეთ და შეცვალეთ თემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობლები დაიწყებენ შეუსაბამო კითხვების დასმას, რაც ბიჭს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს.
არ დატოვოთ ბიჭი მშობლებთან ერთად დიდი ხნით. შეეცადეთ არ დატოვოთ ბიჭი მარტო იმ შემთხვევაში, თუ მას სალაპარაკო არაფერი ექნება ან თავს უხერხულად იგრძნობს. თუ თქვენ გჭირდებათ სამზარეულოში წასვლა, სთხოვეთ მას, რომ თქვენთან ერთად წამოვიდეს და დაგეხმაროთ.
წყარო: wikihow.com