როგორ მოვამზადოთ სქელი კეტჩუპი სახლის პირობებში - მარკეტში აღარ იყიდით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ სქელი კეტჩუპი სახლის პირობებში - მარკეტში აღარ იყიდით

უპირველეს ყოვლისა, თქვენ კარგად უნდა გარეცხოთ პომიდორი. ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება. უმჯობესია გამოიყენოთ სოფლის პომიდორი. მათი გემო და არომატი გაცილებით მდიდარია, ვიდრე სათბურის.

შემდეგ ყველა პომიდორი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოათავსეთ დიდ ქვაბში. ადუღეთ პომიდვრის მასა 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ საწურ ბადეში, ან დააბლენდერეთ.

პომიდვრის მასა დააბრუნეთ ქვაბში და 3 საათის განმავლობაში მოხარშეთ. სანამ პომიდორი იხარშება, გაფცქვენით ხახვი და გახეხეთ წვრილ სახეხზე. შემდეგ პომიდორს დაუმატეთ ხახვი და მოხარშეთ მომავალი კეტჩუპი კიდევ 2 საათის განმავლობაში.

rogor-1659334763.ge2.jpg

დაამატეთ ყველა სხვა ინგრედიენტი კეტჩუპს. ეს არის შაქარი, ძმარი, მარილი, 2 სახეობის დაფქული წიწაკა და სხვა სანელებლები გემოვნებით. მაგალითად, ორეგანო. საფუძვლიანად აურიეთ. შემდეგ ადუღეთ სოუსი კიდევ 30 წუთის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში გაასტერილეთ ქილები თავსახურებიანად.

ჩაასხით კეტჩუპი ქილებში და დაახურეთ თავსახური.

rogor-1659334980.ge3.jpg

სოუსი უნდა გაცივდეს ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას. მაგალითად, სარდაფში.

rogor-1659334893.ge1.jpg

უგემრიელესი კეტჩუპი მზადაა!