როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ყველაზე გემრიელად - ამ რეცეპტის მერე მას აღარ შეწვავთ!
ბადრიჯანს გადააჭერით ყუნწი, მაგრამ ფოთლები დაუტოვეთ. შემდეგ, ჩაჭერით კუდის მხრიდან 8 ნაწილად, ოღონდ ბოლომდე ნუ გაჭრით. სანახევროდ დასერეთ.
ჯამში ჩაასხით წყალი და გახსენით შიგნით მარილი. ჩადეთ ბადრიჯნები და გააჩერეთ 10 წთ.
ცალკე თასში შეურიეთ ცოტა მარილი და მშრალი სანელებლები. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. დაახლოებით 40 მლ. დაჭრილი ოხრახუში და დაჭრილი ნიორი. აურიეთ კარგად.
ამოიღეთ ბადრიჯნები წყლიდან, გაწურეთ და წაუსვით კარგად სუნელებიანი მასა. შიგნიდანაც და გარედანაც.
შედეთ ბადრიჯანი გაზქურაში. ბოლოში დაამატეთ ცოტა წყალი და მცენარეული ზეთი. თუ არ გაქვთ გაზქურა, შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერ მძიმე ძირიან ქვაბში. თუშეთ იინი დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში, ან გამოაცხვეთ.
შეგიძლიათ მიირთვათ!