როგორ ჩამოვტვირთოთ Fortnite iPhone-სა და iPad-ზე - rogor.ge

როგორ ჩამოვტვირთოთ Fortnite iPhone-სა და iPad-ზე

Apple-მა ამოიღო თამაში App Store-დან. ამიტომ მისი პირდაპირი ჩამოტვირთვის გზა არ არსებობს, თუმცა გარკვეული ხრიკებით შესაძლებელია თამაში დააყენოთ თქვენს iPhone-ზე.

  1. გახსენით App Store;
  2. დააჭირეთ თქვენი პროფილის ფოტოს ზედა მარჯვენა კუთხეში;
  3. ამ განყოფილებაში დააკლიკეთ 'შეძენილს';
  4. გამოიყენეთ საძიებო ზოლი Fortnite-ის მოსაძებნად;
  5. პოვნის შემდეგ, დააკლიკეთ ჩამოტვირთვის ნიშანს, რათა დააბრუნოთ Fortnite თქვენს iPhone-ზე.

how-to-download-fortnite-on-iphone-via-app-store-738x450-1658922931.jpeg

ეს მეთოდი იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადრე ჩამოტვირთეთ თამაში. თუ აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ, გადადით შემდეგ მეთოდზე!

როგორ გადმოწეროთ Fortnite iPhone-ზე, თუ ის არასოდეს ჩამოგიწერიათ წარსულში?

თუ თქვენი ოჯახის წევრს მაინც აქვს ჩამოტვირთული Fortnite iPhone-ზე, შეუძლია დაგამატოთ "ოჯახურ გაზიარებაში" ეს მოგცემთ წვდომას თამაშზე თქვენს მოწყობილობაზე.

ამისათვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

  1. გახსენით პარამეტრები;
  2. დააკლიკეთ თქვენს სახელს ზედა კუთხეში;
  3. მის ქვემოთ დააკლიკეთ "ოჯახურ გაზიარებას";
  4. ახლა მიჰყევით ეკრანზე მითითებებს Family Sharing-ის დასაყენებლად;
  5. დააკლიკეთ შესყიდვის გაზიარებას და ჩართეთ იგი;
  6. ახლა დაბრუნდით App Store-ში;
  7. მიჰყევით ადრე განხილულ ნაბიჯებს, რომ მოხვდეთ შეძენილ განყოფილებაში;
  8. შეძენილზე დაკლიკების შემდეგ ნახეთ გაზიარებული პირის ანგარიში;
  9. კვლავ მოძებნეთ Fortnite საძიებო ველში;
  10. როგორც კი იპოვნით, დააკლიკეთ ჩამოტვირთვის ნიშანს თამაშის გვერდით მის ჩამოსატვირთად.

წყარო: igeeksblog.com