როგორ ჩამოვტვირთოთ Fortnite iPhone-სა და iPad-ზე
Apple-მა ამოიღო თამაში App Store-დან. ამიტომ მისი პირდაპირი ჩამოტვირთვის გზა არ არსებობს, თუმცა გარკვეული ხრიკებით შესაძლებელია თამაში დააყენოთ თქვენს iPhone-ზე.
- გახსენით App Store;
- დააჭირეთ თქვენი პროფილის ფოტოს ზედა მარჯვენა კუთხეში;
- ამ განყოფილებაში დააკლიკეთ 'შეძენილს';
- გამოიყენეთ საძიებო ზოლი Fortnite-ის მოსაძებნად;
- პოვნის შემდეგ, დააკლიკეთ ჩამოტვირთვის ნიშანს, რათა დააბრუნოთ Fortnite თქვენს iPhone-ზე.
ეს მეთოდი იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადრე ჩამოტვირთეთ თამაში. თუ აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ, გადადით შემდეგ მეთოდზე!
როგორ გადმოწეროთ Fortnite iPhone-ზე, თუ ის არასოდეს ჩამოგიწერიათ წარსულში?
თუ თქვენი ოჯახის წევრს მაინც აქვს ჩამოტვირთული Fortnite iPhone-ზე, შეუძლია დაგამატოთ "ოჯახურ გაზიარებაში" ეს მოგცემთ წვდომას თამაშზე თქვენს მოწყობილობაზე.
ამისათვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
- გახსენით პარამეტრები;
- დააკლიკეთ თქვენს სახელს ზედა კუთხეში;
- მის ქვემოთ დააკლიკეთ "ოჯახურ გაზიარებას";
- ახლა მიჰყევით ეკრანზე მითითებებს Family Sharing-ის დასაყენებლად;
- დააკლიკეთ შესყიდვის გაზიარებას და ჩართეთ იგი;
- ახლა დაბრუნდით App Store-ში;
- მიჰყევით ადრე განხილულ ნაბიჯებს, რომ მოხვდეთ შეძენილ განყოფილებაში;
- შეძენილზე დაკლიკების შემდეგ ნახეთ გაზიარებული პირის ანგარიში;
- კვლავ მოძებნეთ Fortnite საძიებო ველში;
- როგორც კი იპოვნით, დააკლიკეთ ჩამოტვირთვის ნიშანს თამაშის გვერდით მის ჩამოსატვირთად.
წყარო: igeeksblog.com