როგორ დავწეროთ უხილავი წერილი
გამოწურეთ პატარა თასში ნახევარი ლიმონის წვენი.
დაუმატეთ რამდენიმე წვეთი წყალი. მასაში ჩააწეთ ბამბიანი ჩხირი და დაწერეთ ფურცელზე სასურველი ტექსტი.
ბამბიანი ჩხირის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის ჩხირი, ან ბუმბულიანი კალამი.
როდესაც ნაწერი გაშრება, მას ვეღარ დაინახავთ.
როგორ წავიკითხოთ უხილავი წერილი?
ამისათვის დაგჭირდებათ სანთელი. აანთეთ სანთელი და ფურცელი დაიჭირეთ ცეცხლის თავზე (ფრთხილად იყავით, რომ ფურცელი არ დაწვათ). სიმხურვალეზე მოატარეთ ფურცელი ფრთხილად. ტექსტი ყავისფრად გამოჩნდება.
ლიმონის წვენის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე.