როგორ უნდა ამოიღოთ სწორად ბენზინი მანქანის ბაკიდან
აიღეთ პლასტმასის კონტეინერი, ან სპეციალური კანისტრა. სახიფათოა ბენზინის ტარება სათლში ან სხვა ღია კონტეინერში.
შეიძინეთ სწორი სიგრძისა და დიამეტრის სუფთა მილები. მილი უნდა იყოს სუფთა და გამჭვირვალე, რათა დაინახოთ როგორ მიედინება მასში ბენზინი. დიამეტრი უნდა იყოს 2 სმ, თუ მილი ძალიან თხელია, შესაძლოა ტუმბომ არ იმუშაოს. მილი საკმარისად გრძელი უნდა იყოს, მაგრამ არც ზედმეტად.
დადეთ კანისტრა მანქანასთან.
მოხსენით თავსახური.
მილის ერთი ბოლო ჩადეთ ბენზინის ავზში. შეუბერეთ მეორე ბოლოდან, მოუსმინეთ ბენზინის ბუყბუყს ავზში.
დადექით მანქანის გვერდით, მილის ბოლო პირში ჩაიდეთ.
დაჭერით მილი თითებით, რათა დროულად ამოიღოთ იგი პირიდან.
შეისრუტეთ ბენზინი პირით ისე, რომ მილში დინება დაიწყოს, როცა ბენზინი თითქმის პირამდე მიაღწევს, ამოიღეთ პირიდან.
დააჭირეთ თითი და სწრაფად ჩადეთ კანისტრაში.
როდესაც კანისტრა გაივსება, ამოიღეთ მანქანის ბაკიდან მილი. შემდეგ მილი ამოიღეთ კანისტრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენზინი ძირს დაიქცევა.
როგორ მოიქცეთ, თუ მანქანა არ იქოქება: ეს დაგეხმარებათ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებაში