როგორ დაიჯეროთ, რომ ლამაზი ხართ - rogor.ge

როგორ დაიჯეროთ, რომ ლამაზი ხართ

გააცნობიერეთ საკუთარი სილამაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ თავი ლამაზად იგრძნოთ. უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი სილამაზე შიგნიდან მოდის და არა გარედან. ჩამოწერეთ თქვენი ყველა დადებითი თვისება. ყოველ დილით, როცა გაიღვიძებთ, გაუღიმეთ საკუთარ თავს აბაზანის სარკეში და ხმამაღლა თქვით „მაგარი ვარ“ და „ბედნიერი ვარ“. ჩამოწერეთ ის ყველაფერი, რაც საკუთარ თავში ლამაზად გეჩვენებათ - შეიძლება გქონდეთ დიდი ყავისფერი თვალები, ლამაზი ცხვირი ან დიდი ტუჩები. თუ ვერაფერი მოიფიქრეთ, ჰკითხეთ ახლო მეგობარს ან ოჯახის წევრს. როცა საკუთარ თავზე ცუდად ფიქრს დაიწყებთ, გაიხსენეთ ეს ყველაფერი.

1-1658843064.png

განთავისუფლდით ნეგატივისგან. ჩვენს ტვინს ნეგატივის სჯერა. თუ გვგონია, რომ მახინჯები ვართ, ჩვენი ტვინი ამაში დარწმუნებული იქნება. თქვენ უნდა დაარწმუნოთ თქვენი ტვინი, რომ ეს აზრები სიმართლეს არ შეესაბამება. გათავისუფლდით უარყოფითი აზრებისგან, ამან შეიძლება ძალიან დააზიანოს თქვენი თვითშეფასება. შეცვალეთ უარყოფითი აზრები პოზიტიურით. მაშინაც კი, თუ არ გჯერათ პოზიტიური აზრის, თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ თქვენი ტვინი დაიჯეროს ეს.

2-1658843075.png

განავითარეთ თავდაჯერებულობა. ყველას აქვს კარგი თვისებები, შინაგანი და გარეგანი, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ადამიანებში მხოლოდ გარეგნობა არ არის მნიშვნელოვანი. ძალიან კარგია, თუ მოგწონთ ადამიანები (და საკუთარი თავი!) მათი ფიზიკური მიმზიდველობის გამო, მაგრამ კიდევ უკეთესია, თუ დააკვირდებით რა არის მათ შიგნით. ყოველთვის იქნება ვინმე უფრო ლამაზი, წარმატებული, უფრო რომანტიკული პარტნიორით.

  • ნუ განსჯით საკუთარ თავს მკაცრად. თქვენ ხართ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი;
  • ნუ განსჯით სხვა ადამიანებს. ის, რასაც სხვებზე ფიქრობ, ბევრს ამბობს თქვენზე. შეეცადეთ დადებითად იფიქროთ სხვებზე. ეს გავლენას მოახდენს თქვენს პოზიტიურ დამოკიდებულებაზე საკუთარი თავის მიმართ;
  • ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს. ასე მხოლოდ საკუთარი თავისადმი ნდობას დაკარგავთ. თანაც იმ გოგოს, რომელსაც იდეალური თმა აქვს, შეიძლება ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდეს.

მოიქეცით ისე, თითქოს უკვე იცით რომ ლამაზი ხართ და ამის დაჯერებას დაიწყებთ. თქვენი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა უნდა იყოს დამოკიდებული თქვენზე და მხოლოდ თქვენზე.

3-1658843087.png

შეცვალეთ თქვენი იმიჯი. თქვენს იმიჯში ცვლილებებმა შეიძლება გაგხადოთ უფრო თავდაჯერებული. ამისათვის შეცვალეთ ვარცხნილობა, შეიჭერით თმა, გაიშალეთ, გააფერადეთ ან შეიღებეთ ვარდისფრად. წაისვით ნათელი წითელი პომადა. ბევრ კოსმეტიკურ მაღაზიაში შეგიძლიათ უფასოდ დატესტოთ მაკიაჟის ახალი ჩრდილები. ახალი ნივთის შეძენამ შეიძლება შეცვალოს თქვენი გარდერობი: ახალი პერანგი, ქვედაკაბა ან თუნდაც შარფი.

4-1658843099.png

ატარეთ ტანსაცმელი, მაკიაჟი და ვარცხნილობა, რომელიც გაგრძნობინებთ თავს ლამაზად და თავდაჯერებულად. კომფორტული ტანსაცმელი უკეთესად იმუშავებს, ვიდრე მოდური ჩაცმულობა, რომელიც ნამდვილად არ მოგწონთ. თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ, ამას სხვები დაინახავენ.

5-1658843112.png

გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა. ჯანსაღი გარეგნობა მიუთითებს თქვენს ჯანმრთელობაზეც. ეს დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ დეპრესიას და არ დაავადდეთ.

  • ძილი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძილის ნაკლებობა თრგუნავს ნერვულ სისტემას და შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეთ დეპრესიისა და ავადმყოფობის მიმართ. თუ ვერ იძინებთ რეკომენდებული 8-9 საათის განმავლობაში, დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ დღის განმავლობაში ძილი.
  • ვარჯიშის მეშვეობით გამოიყოფა ენდორფინები და სეროტონინი, რაც აუმჯობესებს თქვენს განწყობას და სხეულს. ვარჯიშის მრავალი გზა არსებობს: იოგა, ცეკვა, სიარული და სირბილი, აერობიკა, ზუმბა.
  • ისწავლეთ მედიტაცია. მედიტაცია თქვენს ტვინს ნეგატიური აზრებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. ის ასევე დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ დეპრესიას და სტრესს.
  • იცინეთ. წაიყვანეთ მეგობარი და გაიხსენეთ რაიმე სახალისო მოვლენა ან უყურეთ თქვენს საყვარელ კომედიას. სიცილს შეუძლია შეამციროს ტკივილი, დაგეხმაროთ რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში და გააუმჯობესოს თქვენი განწყობა.
  • გამოდით მზეზე. მზის შუქი ცუდი განწყობის ცნობილი წამალია. მართლაც, სკანდინავიურ ქვეყნებში, სადაც ზამთარში მზე იშვიათად ანათებს, ადამიანები დეპრესიისგან თავის დასაღწევად თერაპიას გადიან.

6-1658843128.png

წყარო: wikihow.com