როგორ მოვამზადოთ აბრეშუმის სტრუქტურის ჟოლოს ჯემი ხარშვის გარეშე
ჟოლოს და შაქრის პროპორციები უნდა იყოს 1 : 1-ზე, მაგრამ ცალკე გადაინახეთ შაქრის ფხვნილი. ის დაგჭირდებათ ჯემის შაქრის საცობისთვის., რომელიც ქილის თავსახურის ქვეშ მოეყრება.
ქილები კარგად გაასტერილეთ და გააშრეთ.
ჟოლო დაბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე. შემდეგ, გაატარეთ ბადე-საწურში, რომ წიპწებისგან გაათავისუფლოთ მასა. ჟოლოს მუსს ნელ-ნელა შეურიეთ შაქარი და კარგად აურიეთ. ჟოლოს მუსი 2-3 სთ გააჩერეთ, რომ შაქრის კრისტალები ბოლომდე გაიხსნას.
ამის შემდეგ, ჟოლო ჩაასხით ქილებში. თუ პიტნის არომატი გიყვართ, შეგიძლიათ ჩაუმატოთ რამდენიმე ფოთოლი. დააყარეთ მუსს შაქარი დაახლოებით 1 სმ. ფენად და მოხუფეთ.