როგორ ჩავატაროთ პრეზენტაცია ეფექტურად, ნერვიულობის გარეშე - rogor.ge

როგორ ჩავატაროთ პრეზენტაცია ეფექტურად, ნერვიულობის გარეშე

პირველ რიგში, შეამოწმეთ როგორ გამოიყურებით. ჩაიცვით სათანადოდ და იყავით ფორმაში, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. პროფესიონალურად ჩაცმა განაპირობებს აუდიტორიის პატივისცემის გრძნობის გაჩენას, მაგრამ არ ჩაიცვათ გამომწვევად, რომ უნებლიედ არ გამოიწვიოთ არავის გაღიზიანება.

რჩევები პანიკური შეტევების დროს - როგორ დაძლიოთ

მოდუნება. აქ არის რამდენიმე ტექნიკა, რომლებიც დაგეხმარებათ თავი უფრო კომფორტულად და მოდუნებულად იგრძნოთ დაწყებისას. გაესაუბრეთ თქვენს აუდიტორიას, ეს ხელს შეუწყობს თბილი, უფრო მეგობრული ატმოსფეროს შექმნას. სანამ თქვენ ელოდებით გამოცხადებას, გაიმეორეთ თქვენი საწყისი წინადადება სამჯერ ან ოთხჯერ, რათა უფრო თავდაჯერებულები იყოთ. მოდუნებისთვის კი სამჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, ამოსუნთქვამდე შეგიძლიათ სუნთქვა შეიკავოთ 1-2 წამი. ეცადეთ გქონდეთ ღიმილიანი სახე, ეს საშუალებას მოცემთ პოზიტივი და სითბო გამოხატოთ მსმენლის მიმართ.

კონტაქტი. დაამყარეთ თვალით კონტაქტი აუდიტორიასთან, მომენტალურად ერთიდან მეორე ადამიანზე გადაიტანეთ მზერა, როგორც მათ მიმართ ინტერესის გამოვლენის საშუალება. არ გამოტოვოთ არავინ. ზედმეტად მორცხვი ხართ, რომ ვინმეს თვალებში შეხედოთ? ამაზე აუცილებლად იმუშვეთ მეტი თვითდაჯერებულობისთვის.

როგორ მოვახდინოთ საკუთარი თავის პრეზენტაცია?

საჯარო გამოსვლის რჩევები და ტექნიკა. გაიხსენეთ, როგორ ესაუბრებით დედას, შეყვარებულს, ფინანსურ ხელმძღვანელს ან უფროსს. წარმოიდგინეთ, რომ იმ ადამიანებს ესაუბრებით, რომლებიც გიყვართ და აფასებთ. გჯეროდეთ რასაც ამბობთ და დარწმუნებით მიაწოდეთ ესა თუ ის ინფორმაცია. აუდიტორია იგრძნობს, თუ გულწრფელი არ ხართ.

ტემპი: ნუ აჩქარდებით, განსაკუთრებით დასაწყისში. ილაპარაკეთ საკმარისად სწრაფად, რათა ხალხს არ მობეზრდეს და საკმარისად ნელა, რომ ადამიანებმა სრულად აითვისონ თქვენი ნათქვამი. შეანელეთ ტემპი, როცა ხაზს გაუსვამთ თქვენს ძირითად იდეებს. გამოიყენეთ მნიშვნელოვან პუნქტებზე გადასვლისას პაუზაც, რათა უფრო ეფექტურად მიაწოდოთ თქვენი სათქმელი და ნახოთ, როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ გავლენა და შეცვალოთ ატმოსფერო.

როგორ ვიშოვოთ სამსახური - 10 რჩევა

შეცდომების თავიდან აცილება. ამისთვის შეიძლება გამოგადგეთ თქვენი პრეზენტაციის სრული რეპეტიცია სარკის წინ. ეს არა მხოლოდ თავდაჯერებაში დაგეხმარებათ, არამედ შეცდომების მთელ რიგს აგაცილებთ თავიდან. ზუსტად მიხვდებით რა უნდა შეცვალოთ და როგორ წარსდგეთ აუდიტორიის წინაშე.

მიზანში ამოიღეთ კონკრეტული ადამიანი, ვისაც იცნობთ და დასაწყისში, უყურეთ მას და ისე ისაუბრეთ. ეს დაგეხმარებათ განეწყოთ შინაურულად და თავი იგრძნოთ კომფორტის ზონაში.

დალიეთ მსუბუქი დამამშვიდებელი. რაიმე მცენარეული, პრეზენტაციის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

წყარო: howtodothings.com