როგორ მოვამზადოთ შაქარლამა - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ შაქარლამა

 

ერბო მოათავსეთ თბილ ადგილას დასარბილებლად. დარბილებისთანავე ათქვიფეთ ერბო და შაქარი ერთად. შაქარი კარგად უნდა გაიხსნას. დაამატეთ კვერცხის გული და კიდევ ათქვიფეთ.

 

შემდეგ დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომისგან გააკეთეთ ნავისებური ფორმის შაქარლამები და მოათავსეთ ცხელ ღუმელში, 180 გრადუს ტემპერატურაზე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

 

შაქარლამა გამოიღეთ, გააცივეთ და მოაყარეთ ერთმანეთში შერეული შაქრის ფხვნილი და დარიჩინი.