როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა ნივთები ახლებურად, სხვა დანიშნულებით
სამზარეულოს ნივთების ხელახალი გამოყენება
არ გადააგდოთ პლასტმასის ბოთლი. გააკეთეთ ხვრელები თავსახურზე. შემდეგ შეავსეთ ბოთლი წყლით, დაახურეთ თავსახური და გამოიყენეთ სახლის მცენარეების მოსარწყავად.
შეინახეთ სუპერმარკეტებში და მაღაზიებში ნაპოვნი კვერცხის დიდი კვადრატული ჩასადები. მოათავსეთ იგი მაგიდაზე და დაადეთ ლეპტოპი თავზე. ეს გაათავისუფლებს ჰაერის ნაკადს ლეპტოპში და გაუადვილებს ქულერს მუშაობას.
გამოიყენეთ პაკეტების სამაგრები, რომ ყველა კაბელი შეკრათ თქვენს კომპიუტერთან, ან მაგიდასთან. დაწერეთ წებოვან ჩანაწერებზე, რისკენ მიდის თითოეული კაბელი და მიამაგრეთ ისინი მავთულების ბოლოებზე, რათა შეძლოთ მათი გამორჩევა.
გამოიყენეთ ღვინის ბოთლი, როგორც გასაბრტყელებელი. გარეცხეთ და გააშრეთ, სანამ ცომს გააბრტყელებთ, ბოთლის ზედაპირზე ფქვილი წაუსვით.
შეინახეთ Tic Tak-ის ყუთი თქვენი თმის სარჭების შესანახად.
შეინახეთ Pringles-ის ჩიფსების შეფუთვა. მასში შეგიძლიათ შეინახოთ სპაგეტი.
გარეცხეთ კეტჩუპის ბოთლი. შეგიძლიათ ჩაასხათ მასში ბლინების და ოლადების ცომი, რათა მარტივად განსაზღვროთ დოზები.
ტანსაცმლისა და ქსოვილების ხელახალი გამოყენება
შეინახეთ თქვენი სათვალე ძველ ხელთათში ან წინდაში. ისინი დაცული იქნება მტვრისგან. შეინახეთ ჰორიზონტალურად კაბინეტის უჯრაში.
შემოახვიეთ თმის რეზინი პლასტმასის საკიდების ბოლოებზე. ისინი დაიცავს თქვენს პერანგებს და კაბებს კარადის ძირზე გადაცურებისგან.
შეავსეთ ძველი ლინზების კონტეინერი მარილით და პილპილით. წაიღეთ ისინი, თუ ლაშქრობაში ან პიკნიკზე მიდიხართ.
წყარო: wikihow.com