როგორ მოვხარშოთ გარგრის ჯემი ისე, რომ შევუნარჩუნოთ ცოცხალი ფერი და არომატი - rogor.ge

როგორ მოვხარშოთ გარგრის ჯემი ისე, რომ შევუნარჩუნოთ ცოცხალი ფერი და არომატი

ჯერ გარგარი მოამზადეთ. კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ ამოიღეთ კურკები ხილიდან. რეცეპტში წონა მითითებულია მისი სუფთა სახით, ანუ საჭიროა 2 კილოგრამი გარგარის რბილობი.

ხილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ან დააბლენდერეთ ფაფის კონსისტენციად. გარგარის მასას დაუმატეთ შაქარი და ყველაფერი კარგად აურიეთ.

გახეხეთ ფორთოხლის ცედრა და დაუმატეთ გარგარის ფაფას. ასევე დაგჭირდებათ ციტრუსის ხილის რბილობი. ეცადეთ, რომ თითოეულ ლებანს მაქსიმალურად კარგად მოაცილოთ კანი. შემდეგ ფორთოხალი დააბლენდერეთ. მიღებული მასა დაუმატეთ გარგარს.

ქვაბი დადგით ცეცხლზე და მიღებული მასა მიიყვანეთ ადუღებამდე. როდესაც ეს მოხდება, დაუკელით ცეცხლს და დაინიშნეთ ზუსტად 40 წუთი. დროდადრო საჭიროა მორევა.

სანამ ჯემი მოიხარშება, გაასტერილეთ ქილები და ხუფები.

როდესაც ჯემი მოიხარშება, დაამატეთ მას ლიმონმჟავა. საკმარისია ჩაის კოვზის მხოლოდ 1/3. აურიეთ კარგად. ჯემი მზადაა! გადაიტანეთ ქილებში და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.

როცა ჯემის ქილები გაცივდება, თავისუფლად გადაიტანეთ შესანახად გრილ ადგილას. შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ კოვზით, ან არომატულ ჩაისთან ერთად.

5-1658318906.jpg

6-1658318942.jpg