როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა - rogor.ge

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა

მიჰყევით მოცემულ ნაბიჯებს და მალე გექნებათ ისეთი ჯანსაღი თმა, როგორიც ყოველთვის გინდოდათ!

იცოდე როდის დაიბანო. ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომას და ფიქრობენ, რომ მათ სჭირდებათ თმის დაბანა ყოველდღე, მაგრამ თმის ძალიან ხშირად დაბანამ შეიძლება თმის გამოშრობა გამოიწვიოს. ადამიანთა უმეტესობისთვის თმის დაბანა კვირაში ორჯერ ადეკვატურია. თუ თმა ძალიან სწრაფად ცხიმიანდება და ყოველდღე უნდა დაიბანოთ, გამოიყენეთ მსუბუქი ან „ყოველდღიური“ შამპუნი, რადგან ისინი შეიცავს ნაკლებ დამაზიანებელ საშუალებებს, ვიდრე სხვები.

1-1658153258.png

გამოიყენეთ კონდიციონერი. ყოველთვის გამოიყენეთ კარგი კონდიციონერი შამპუნით დაბანის შემდეგ. კონდიციონერი უზრუნველყოფს თქვენი თმის ტენიანობას, ამავდროულად მას უფრო რბილსა და მორჩილს ხდის. წაისვით კონდიციონერი მხოლოდ თმის ბოლოებში, რათა ცხიმიანი არ გახდეს. გამოიყენეთ კონდიციონერი კვირაში ერთხელ მაინც. შხაპის მიღების შემდეგ სცადეთ გამოიყენოთ კონდიციონერის სპრეი. სპრეი თქვენს თმას უფრო ელასტიკურს გახდის. შეგიძლიათ გამოიყენოთ კონდიცირის ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორებიცაა: ზეითუნის, არგანის, ავოკადოს ან ქოქოსის ზეთი.

2-1658153268.png

გამოიყენეთ სავარცხელი. სველი თმა უფრო მგრძნობიარეა დაზიანების მიმართ, ვიდრე მშრალი თმა, ის უფრო ელასტიკურია და უფრო მეტად ტყდება. თქვენ უნდა დაასხათ ზეთის შემცველი გამხსნელი, შემდეგ კი გამოიყენოთ ფართოკბილიანი სავარცხელი, რათა კარგად შეძლოთ თმის დავარცხნა და მინიმუმამდე დაიყვანოთ მისი მსხვრევა.გახსოვდეთ, რომ დავარცხნა დაიწყეთ ბოლოებიდან ზევით და არა პირიქით.

3-1658153278.png

შეიძინეთ შამპუნი და კონდიციონერები თქვენი თმის ტიპისთვის. შეარჩიეთ შამპუნისა და კონდიციონერის კომბინაცია თხელი, ცხიმიანი, მშრალი ან შეღებილი თმისთვის და მიჰყევით მას!

4-1658153320.png

არ გაიმშრალოთ პირსახოცით მშრალი თმა. ვინაიდან სველი თმა უფრო მყიფეა, უხეშმა პირსახოცით გაშრობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს და გააუხეშოს ფუმფულა თმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ შთამნთქმელი, მიკრობოჭკოვანი პირსახოცი, რომელიც შეგიძლიათ შემოიხვიოთ თმაზე დაბანის შემდეგ.

5-1658153330.png

ზომიერად გამოიყენეთ თმის საშრობი. თმის საშრობის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოაშროს თმა, გამოიწვიოს გატეხვა და ბოლოების გაყოფა. შეეცადეთ მაქსიმალურად შეზღუდოთ თმის საშრობის გამოყენება, ამის ნაცვლად თმა ბუნებრივად გააშრეთ. თუ თქვენ იყენებთ თმის საშრობს, არ დაიჭიროთ იგი თმასთან ახლოს, რადგან ის გამოიწვევს თმის დაწვას.გაშრობის წინ ყოველთვის წაისვით თმაზე სითბოსგან დამცავი სპრეი ან შრატი.

6-1658153340.png

წყარო: wikihow.com